დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, April 7, 2014

„ფორდი“ გერმანიაში „ფიესტას“ მიწოდებას გაზრდის

Ford boosts Fiesta output in Germany on growing demand
7 აპრილი
სუბკომპაქტურ „ფიესტაზე“ გაზრდილი მოთხოვნის დააკმაყოფილებლად, „ფორდმა“ თავის კიოლნის (გერმანია) ქარხანაში ამ ავტომობილის წარმოება გაზარდა. კომპანიის განცხადებით, წლის დასაწყისიდან, დღიური წარმოება 200 ერთეულით გაიზარდა, რის შემდეგაც, ქარხანა ყოველდღიურად 1850 ცალ „ფიესტას“ აწარმოებს.
შარან „ფიესტა“ ევროპის ბაზრის სუბკომპაქტური სეგმენტის საუკეთესო გაყიდვადი ავტრომობილი გახდა - „JATO დაინემიქსის“ სტატისტიკური მონაცემებით, ძველ კონტინენტზე 292 640 ცალი გაიყიდა. თუმცა, წინა წელთან შედარებით, გაყიდვები მაინც 4 პროცენტით არის შემცირებული.
„ფიესტას“ წარმოება 1976 წელს დაიწყო. ამჟამად ბაზარზე მეშვიდე თაობის „ფიესტაა“, რომელიც შესაძლოა, ყველაზე პოპულარულია ყველა თაობის მოდელებს შორის. ცისფერი ოვალი მალე მე-16 მილიონე „ფიესტას“ გამოუშვებს და სავარაუდოდ, ეს სწორედ კიოლნის ქარხანაში მოხდება, სადაც დაახლოებით 4 000 ადამიანი მუშაობს.
სხვათა შორის, ახლახანს გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ ჯგუფში შემავალმა გერმანულმა გამოცემა „აუტომობილვოხემ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე „ფორდი“ თავისი სუბკომპაქტის კიდევ ერთ ქარხანაში წარმოებას აპირებს. ოღონდ, არ დაუზუსტებია, ეს ევროპის რომელ ქვეყანაში მოხდება. თუმცა, გამოცემასთან საუბრისას, „ფორდ ოფ იუროპის“ მეორე კაცმა ბარბ სამარჯიჩმა განაცხადა, რომ კომპანია ამ ეტაპზე კიოლნის ქარხნის რესურსების სრულად ათვისებას ცდილობს. ამასთან ისიც თქვა, რომ ახალი „ფიესტას“ ბაზარზე გამოყვანა 2017 წელს იგეგმება.

No comments:

Post a Comment