Red Bull considering alternatives to Renault
10 აპრილი
სამი წარუმატებელი რბოლა საკმარისი გამოდგა
იმისათვის, რომ „რედ ბულმა“ ძრავების იმ მიმწოდებლის შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი,
რომელთან ერთადაც, მან და მისმა პილოტმა სებასტიან ფეტელმა ზედიზედ ოთხი ტიტული
მოიპოვეს. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიული საჯინიბოს მრჩეველმა, დოქტორმა ჰელმუტ
მარკომ ფრანგ პარტნიორს ულტიმატუმი წაუყენა: „თუ ორ-სამ თვეში საგრძნობი წინსვლა
არ გვექნება, მაშინ ჩვენ ალტერნატივაზე ზრუნვა მოგვიწევს“.
მაგრამ, გავრცელებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ შესაძლოა,
„რენოს“ ნაცვლად ხარებმა „მერსედესის“ ძრავების გამოყენება დაიწყონ, რეალობასთან
ახლოს არ უნდა იყოს, რადგან გერმანული კომპანია არ ისურვებს თავისი მძლავრი და
გამძლე ძრავებით უშუალო კონკურენტის მომარაგებას.
აქ შესაძლოა ღირდეს იმის გახსენება, რომ ორი წლის
წინ, „რედ ბული“ ავსტრიულ კომპანია AVL-თან ერთად, საკუთარი ძრავების წარმოების
შესაძლებლობას განიხილავდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ მიმართულებას ხარები არ
გაჰყვნენ. გარდა ამისა, პადოკში ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ „რედ ბულმა“
შეიძლება „რენოს“ ფ1-ის ძრავების მწარმოებელი შტო გამოისყიდოს.
თუმცა, მარკო ჯერჯერობით რადიკალური ნაბიჯებისგან
თავს იკავებს და ამბობს: „იმედი გვაქვს, რომ „რენო“ შეძლებს საკუთარი პრობლემების
მოგვარებას. ამ ეტაპზე, ლიდრებთან დაახლოებით 80 ცხენის ძალას ვაგებთ. ამის
ნახევარიც რომ მოვუმატოთ, საკმარისი იქნება, რადგან დანარჩენს შასის ხარჯზე
ამოვქაჩავთ“.
ფრანგულ კომპანიას იმედი აქვს, რომ ჩამორჩენის
აღმოფხვრას შეძლებს. „ჩვენ „რედ ბულისგან“ ასპროცენტიან მხარდაჭერას ვგრძნობთ.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ პრობლემებს თავი გავართვათ. ერთობლივად ჩვენ
ამას შევძლებთ. V6 ტურბო და ელექტრო ძრავებისგან მიღებული მონაცემების მიხედვით
შეიძლება ითქვას, რომ თუ შევძლებთ და მათს ჰარმონიულ მუშაობას უზრუნველვყოფთ,
მაშინ კონკურენტუნარიანები გავხდებით“, - ამბობს „რენო სპორტ F1-ის“
მმართველი დირექტორის (ტექნიკური) მოადგილე რობ უაიტი.
დაბოლოს,
მარკომ უბრალოდ უარყო გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ შესაძლოა „რედ
ბულმა“ ფ1 დატოვოს და „კოსუორტის“ ძრავებით, რომელიმე სხვა სერიაში დაიწყოს
ასპარეზობა.
No comments:
Post a Comment