Ford Gives the Vignale Treatment to S-MAX
Concept, Arrives in 2015
8 აპრილი
მილანში გამართულ ავეჯის და ტანსაცმლის დიზაინის
გამოფენაზე, „ფორდმა“ თავის პრემიუმ ქვე-ბრენდ „ვინიალეს“ ვერსიით შესრულებული „S-მაქს
ვინიალე“ წარადგინა. ეს არის იმ სერიული ავტომობილის წინამორბედი, რომელსაც
ამერიკული კომპანია „ვინიალეს“ მარკით გამოუშვებს. „მონდეო ვინიალეს“ მსგავსად,
ბაზარზე „S-მაქს ვინიალეც“ მომავალ წელს გამოვა.
პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ავტომობილი, ავეჯისა და
ტანსაცმლის მოდის ტრენდების შთაგონებითაა შემუშავებული. ის 21-დუიმიან ბორბლებზე
დგას და მუქად მოქრომილი დეტალებითაა გაფორმებული. გარდა ამისა, მას „ვინიალეს“
სტილში შესრულებული რადიატორის ცხაური აქვს, რომელიც მუქ მქრქალ მეტალიკშია
გადაწყვეტილი. სალონში ტყავი დომინირებს, რაც იქაურობას მდიდრულ იერს ანიჭებს. ძარა
ექსკლუზიურ ფერშია შეღებილი, რომელსაც „მილანო გრიჯო“ (მილანური რუხი) უწოდეს.
ისევე როგორც „მონდეო ვინიალეს“ შემთხვევაში, „S-მაქს
ვინიალეს“ შემუშავებისასაც აქცენტი დეტალებზე კეთდებოდა, რათა ავტომობილს მდიდრული
იერი მინიჭებოდა. გარდა ამისა, კონცეპტუალური ავტომობილი ტექნოლოგურადაც განვითარდა.
მაგალითად, ის აღჭურვილია სხვა ავტომობილებთან ურთიერთობის სისტემით. უკანა
სავარძლებისთვის გათვალისწინებულია ტაბლეტის ტიპის მოწყობილობების მისაერთებელი პორტი.
ასევე გამოყენებულა ეგრეთ წოდებული თხელი დასაჯდომის ტექნოლოგია.
ავტომობილს გამჭვირვალე სახურავი აქვს, რომელიც საბარგულამდე
შუშისაა, შემდეგ კი ფოლადში გადადის. მაჩვენებლების დაფა და ცენტრალური კონსოლი
ტყავშია გამოწყობილი. საჭის რგოლიც ტყავისაა. სალონში ისეთი გარემოა, რომ სასტუმრო
ოთახისას მოგაგონებთ. ცენტრალური კონსოლის ყველაზე თვალსაჩინო ადგილი დიდ სენსორულ
ეკრანს უკავია, რომლის ორივე მხარესაც, რადიატორის ცხაურის სტილში შესრულებული
სავენტილაციო „ლაყუჩებია“ მოთავსებული. ზევით კი ეკრანის ნიშას წარწერა Vignale
ამშვენებს.
კონცეპტუალური
ავტომობილის გარდა, „ფორდმა“ გამოფენის დამთვალიერებელს, „ვინიალეს“
მომხმარებლისთვის განკუთვნილი მომსახურების სპეცალური პაკეტი გააცნო. ამ პაკეტში
განსაკუთრებული მომსახურება და გარანტიები შედის. მათ შორისაა დილერის ვალდებულება,
რომლის შესაბამისადაც, ის მყიდველს ავტომობილის ფლობის პერიოდში, მის უფასო რეცხვას
კისრულობს. გარდა ამისა, მყიდველებს VIPკოლექციებს და მიწოდების სერვისს შესთავაზებენ. ასევე
მათ პირად მენეჯერი მოემსახურება.
No comments:
Post a Comment