დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Wednesday, April 9, 2014

„სუზუკი სელერიო“ ევროპას ტაილანდიდან ეწვევა

Maruti to halt exports to Europe as Thai plant takes over for European A-Segment demand
9 აპრილი
ინდური კომპანია „მარუტი“, რომელიც ინდურ ბაზარზე „სუზუკის“ პარტნიორია, მალე შეწყვეტს ევროპული ბაზრისთვის მოდელ „ალტოს“ (ინდთში ეს ავტომობილი „A-სტარის“ სახელითაა ცნობილი) წარმოებას. ამ ავტომობილი ნაცვლად, ევროპის ბაზარზე მალე უახლესი „სელერიო“ შევა, რომელსაც იაპონური კომპანია ტაილანდში აწარმოებს.
„სელერიოს“ მსოფლიო პრემიერა ამ წლის დასაწყისში, ნიუ დელის ავტო ექსპოზე შედგა, ევროპულ დებიუტს კი ჟენევის მოტორ შოუმ (ფოტოზე) უმასპინძლა. მართალია, ტაილანდში მისი წარმოება უკვე დაწყებულია, მაგრამ ევროპაში ეს პატარა ჰეჩბეკი წლის მეორე ნახევრიდან შევა.
ევროპისთვის განკუთვნილი „სელერიო“, გამონაბოლქვზე ევრო5 სტანდარტს დააკმაყოფილებს და რაც მთავარია, ევროპული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისი იქნება. უნდა ითქვას, რომ „სელერიოს“ ინდოეთშიც გამოუშვებენ, მაგრამ იქაური ავტომობილი, მხოლოდ ევრო4 სტანდარტის დონეზე იქნება, რის გამოც, მას ევროპაში ვერ შეიტანენ.
„სელერიოს“ ორივე ვარიანტი (ევრო4 და ევრო5 სტანდარტის შესაბამისი), ბენზინზე მომუშავე 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი. ოღონდ, ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ვერსიას, გარკვეული მოდიფიკაცია აქვს ჩატარებული. ევროპული ვერსიის ძრავს K10C ჰქვია და მისით აღჭურვილი ავტომობილის ეკიპირებაში სისტემა სტოპ-სტარტი შედის. ინდური ვერსიის ძრავის სახელი კი არის K10B და ამ შემთხვევაში მას სისტემა სტოპ-სტარტი არ მოჰყვება.
იმის გამო, რომ ინდური წარმოების „სელერიო“ ევროპაში არ შევა, „მარუტის“ ექსპორტის მოცულობა 10 პროცენტით შემცირდება. მაგრამ კომპანია უკვე მუშაობს იმაზე, რომ ეს სხვაობა, სხვა ქვეყნებში გასვლით აანაზღაუროს. კერძოდ, პატარა ჰეჩბეკის აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში შეტანა იგეგმება, რაც საერთო ჯამში, ექსპორტს გაზრდის.
ამასთან, „სუზუკის“ სხვა გეგმებიც აქვს. ახლახანს, ალჟირის მოტორ შოუზე, კომპანიამ პატარა მინივენი „ერტიგა“ წარადგინა, რომლის გაყიდვებიც ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში მალე უნდა დაიწყოს. ამ ავტომობილს სწორედ „მარუტის“ ქარხანა გამოუშვებს.

No comments:

Post a Comment