დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Thursday, October 3, 2013

„ალფა 4C-მ“ ნურბურგრინგს 8 წუთსა და 4 წამში შემოუარა

Alfa 4C Reportedly Lapped the 'Ring in 8:04, Faster than BMW M3 E92
3 ოქტომბერი
უკვე რამდენიმე წელია, „ალფა რომეოს“ პატარა სპორტქარ 4C--ს ამაოდ ელის საავტომობილო ბაზარი. მას არც ყურადღება აკლია. უფრო მეტიც, ძალიან ხშირად ჩნდება ინტერნეტსა და პრესის ფურცლებზე. და აი, ამის მორიგი საბაბიც გაჩნდა - ავტომობილმა ნურბურგრინგის ჩრდილოურ მარყუჟს 8 წუთსა და 4 წამში შემოუარა. მართალია, მილანურ კომპანიას ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ გაუვრცელებია, თუმცა ეს მის მაგივრად იტალიურმა ჟურნალმა „კვატრორუტემ“ გააკეთა.

ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაინაღდა

Rally France: Sebastien Ogier secures first WRC title
3 ოქტომბერი
სებასტიან ოჟიემ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, საფრანგეთის რალის პირველივე დღის სუპერ სპეცმონაკვეთის შემდეგ გაინაღდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ესპანელმა დანი სორდომ ეს ჩქაროსნული მონაკვეთი მოიგო და უკან ჩამოიტოვა ოჟიეს მთავარი კონკურენტი, ბელგიელი ტიერი ნოივილი.

მსოფლიოს ახალი უდიდესი თვითმცლელი „შეეძინა“

Meet the new World's Largest Dump Truck
3 ოქტომბერი
ბელარუსულმა კომპანია „ბელაზ-მა“ უახლესი საკარიერო თვითმცლელი გამოუშვა, რომელიც ტვირთამწეობის მაჩვენებლით, მსოფლიო რეკორდსმენია. ავტომობილის სახელია „ბელაზ75710“ და მას 496 ტონა ტვირთის გადაზიდვა და დაცლა შეუძლია. ბუნბრივია, თავისი სიმძიმისა და უზარმაზარი გაბარიტების გამო, მისი გამოყენება ჩვეულებრივ გზებზე შეუძლებელია. თუმცა, ამის საჭიროება არც არსებობს - საკარიერო თვითმცლელები მხოლოდ წიაღისეულის მომპოვებელი კარიერიდან, დიდი რაოდენობით ტვირთის სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო საშუალებასთან, ან გადასამუშავებელ ქარხანასთან მისატანად გამოიყენება.

„ლენდ როვერი“ ბრაზილიაში ქარხანას გახსნის

Land Rover to Open Production Plant in Brazil
3 ოქტომბერი
„იაგუარ ლენდ როვერი“ ბრაზილიაში ახალი ქარხნის ასამოქმედებლად ემზადება. ამასთან, როგორც ბრიტანული ჟურნალი „ავტოქარი“ იტყობინება, კომპანია ეძებს პორტუგალიური ენის მცოდნე ისეთ სპეციალისტს, რომელიც ბრაზილიურ ქარხანაში წარმოებული ავტომობილების ხარისხს გააკონტროლებს.

Wednesday, October 2, 2013

„ფორდმა“ ეკობუსტ ძრავით აღჭურვილი სარბოლი პროტოტიპი გაგვაცნო

Ford Unveils New EcoBoost V-6 Daytona Prototype
2 ოქტომბერი
მომავალი სეზონიდან, ორი პოპულარული ამერიკული სარბოლო სერია - გრანდ ამერიკენი და ამერიკენ ლე მანი ერთიანდება და „იუნაიტედ სპორტს ქარზ ჩემპიონშიპის“ სახელით გაიმართება. ეს სეზონი იმითაც იქნება საინტერესო, რომ მასზე „ფორდის“ სერია ეკობუსტის ძღავით აღჭურვილი სპორტული პროტოტიპიც იასპარეზებს. ამ ძრავით უკვე აღიჭურვა ამერიკულ კომპანია „რილი ტექნოლოჯიზის“ დეიტონას ტიპის სპორტული პროტოტიპი, რომლის აეროდინამიკის დახვეწაშიც მონაწილეობა „ფორდის“ სპეციალისტებმა მიიღეს.

„კიონიგსეგ ვან:1“ – 1 400 ცხენი და 450 კმ/სთ

1,400HP Koenigsegg One:1 will Weigh 1,400Kg and Reach 450 Km/h!
2 ოქტომბერი
სუპერ ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია „კიონიგსეგი“, თავისი ყველაზე ექსტრემალური მოდელის - „აგერა S-ის“ ბაზაზე, კიდევ უფრო ექსტრემალურ ავტომობილს, „კიონიგსეგ ვან:1-ს“ გამოუშვებს. ასეთი უცნაური სახელის მქონე, ძალიან მძლავრი და სწრაფი ავტომობილი, მხოლოდ ექვსი ცალი დამზადდება.

Tuesday, October 1, 2013

„ნისანმა“ ნახევრად ავტონომიურ „ლიფზე“ საგზაო სერტიფიკატი მიიღო

Semi-autonomous Nissan Leaf certified for road use in Japan
1 ოქტომბერი
„მერსედეს-ბენცის“ და რამდენიმე სხვა კომპანიის მსგავსად, „ნისანს“ ავტონომიური ავტომობილების წარმოების დაწყება აქვს დაგეგმილი (2020 წელს) და თავის მიზანს თანდათან უახლოვდება. ახლახანს მორიგი ნაბიჯი გადაიდგა წინ - იაპონურმა კომპანიამ, ნახევრად ავტონომიური „ლიფის“ საერთო სარგებლობის გზებზე ტესტირების სერტიფიკატი მიიღო.

„მაკლარენი“ უგზოობის ავტომობილებზე უარს ამბობს

McLaren to Break Even This Year Ahead of Expansion into Asia, Says No to SUVs
1 ოქტომბერი
„ფერარის“ მსგავსად, უგზოობის ავტომობილების ვირუსისადმი მედეგობა „მაკლარენ ავტომოტივმაც“ გამოავლინა. ბრიტანული კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ ფლიუიტმა „ფაინენშლ ტაიმსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ ეტაპზე არ აპირებს ყველგანმავლის ტიპის ავტომობილის გამოშვებას. მისი თქმით, „მაკლარენს“ ჯერ ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდება სჭირდება, რათა გლობალურმა აუდიენციამ კარგად აღიქვას ეს ბრენდი.

„ნისანი“ შემდეგ GT-R-ს „უილიამსის“ ჰიბრიდით აღჭურვავს

2016 Nissan GT-R To Feature Williams Hybrid Tech: Report
1 ოქტომბერი
ახლახანს ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ნისანის“ სუპერ ავტომობილ GT-R-ის შემცვლელი, სავარაუდო სახელით R36, ბაზარზე 2016 წელს გამოვა და ელექტრიფიკაციის გარკვეული დოზითაც აღიჭურვება. ელექტრიფიკაციის მიზანს, ამ შემთხვევაში დამატებითი სიმძლავრის მიღება და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის შემცირება წარმოადგენს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონურმა კომპანიამ სავაჭრო ნიშანი „R-ჰაიბრიდ“ დააფიქსირა, რაც სავარაუდოდ, სუპერ ჰიბრიდის წარმოების მომასწავებელი უნდა იყოს...

„კატერჰემის“ და „ალპინის“ სპორტული ავტომობილი 2016 წელს გამოვა

Caterham Alpine Sportscar to Arrive in 2016
1 ოქტომბერი
კატერჰემ C120
ორი კომპანიის - „კატერჰემის“ და „ალპინის“ (რენოს სპორტული შტო) მიერ ერთობლივად შემუშავებული სპორტული ავტომობილის პრემიერა 2016 წელს გაიმართება. ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქარის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორმა კომპანიამ უკვე დაამტკიცა ახალი ავტომობილის დიზაინი და პროექტის პრაქტიკულ განხორციელებას შეუდგა.

ფეტელის მანქანაზე გამონაბოლქვ გაზებს ისევ იყენებენ

Vettel using 'secret' exhaust-blown solution - report
1 ოქტომბერი
ეს ჯერ ვარაუდია, რომელსაც გამოცდილი სპეციალისტები გამოთქვამენ. ეს ეჭვები სინგაპურის რბოლისას, პირველად ფ1-ის ყოფილ გუნდ „მინარდის“ ყოფილ შეფ ჯანკარლო მინარდის დაებადა, რომელმაც ვარაუდები მას შემდეგ გამოთქვა, რაც რბოლის გარკვეულ მონაკვეთებში, ფეტელის ძრავის ხმამ დააეჭვა. მინარდი რბოლას ერთ-ერთი მოსახვევიდან უყურებდა. მან აღმოაჩინა, რომ ფეტელის მანქანა საეჭვოდ იოლად გადიოდა მოსახვევებს მისი ძრავი კი ისეთივე ხმას გამოსცემდა, როგორც წინა სეზონებში, როცა სისტემა ტრექშნ კონტროლის გამოყენება აკრძალული არ იყო.

„ფორდი“ ეკობუსტ ძრავს სარბოლ პროტოტიპზეც დააყენებს

Ford Teases 2014 EcoBoost Daytona Prototype Engine
1 ოქტომბერი
„ფორდმა“ სერია ეკობუსტის უკვე ორი მილიონი ძრავი გამოუშვა და ახლა ამ სერიის ძრავების რბოლებში გამოყენებასაც აპირებს. „ფორდ რეისინგმა“ ფეისბუკზე გამოაქვეყნა გრანდ ამერიკენის სარბოლო სერიის დეიტონას პროტოტიპის ფოტო ტიზერი, რომელზეც სარბოლი ავტომობილი ჩრდილში დგას და მისი მხოლოდ სილუეტია გამოკვეთილი. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ ის სწორედ ეკობუსტ ძრავთაა აღჭურვილი.

„ფოლკსვაგენი“ „დუკატის“ ძრავიან XL1-ზე მუშაობს

VW readying Ducati-engined XL1 sports car
1 ოქტომბერი
„ფოლკსვაგენის“ სუპერ ეკონომიური XL1-ის პრეზენტაციას ბევრი კითხვა წარმოშვა. მაგალითად, აპირებს თუ არა გერმანული კომპანია ამ ავტომობილის სპორტული ვერსიის გამოშვებას. ეს კითხვა სრულიად საფუძვლიანია, რადგან მიუხედავად მისი ეკონომიურობისა, XL1 შეზღუდული ტირაჟით გამოვა და მას თითქმის სუპერ ავტომობილის ფასი ექნება.

„ჰიუნდაი“ ლას ვეგასში „ველოსტერ ტურბოს“ სარბოლ ვერსიას წარადგენს

Hyundai to Reveal 250HP Veloster Turbo EGR Night Racer at SEMA
1 ოქტომბერი
„ჰიუნდაი“ ლას ვეგასის სპეციალური ეკიპირების ბაზრის ასოციაციის (SEMA) შოუს გაუშინაურდა - კორეული კომპანია იქ თავისი ავტომობილების სპეციალურ ვერსიებს წარადგენს ხოლმე, რომელთა შექმნაზეც, მასთან ერთად, პარტნიორი სატუნინგო კომპანიებიც მუშაობენ. გამონაკლისი არც წლევანდელი შოუ იქნება, რომელზეც „ჰიუნდაი“ თავისი ორი სპორტული მოდელის - „ველოსტერისა“ და „ჯენეზის კუპეს“ ბაზაზე გაკეთებულ ექსტრემალურ ავტომობილებს წარადგენს.

„ნისანი“ ძველ და ახალ „როგს“ ერთდროულად გამოუშვებს

Nissan will Sell Current Rogue Alongside All-New Model
1 ოქტომბერი
„ნისანმა“ ახლახანს ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ახალი ქროსოვერი „როგი“ წარადგინა, რომლის გაყიდვასაც ნოემბერში დაიწყებს. მაგრამ ამის მიუხედავად, იაპონური კომპანია კვლავაც გააგრძელებს წინა თაობის „როგის“ (ფოტოზე) წარმოებას, რისი მიზეზიც ამ ავტომობილზე არსებული სოლიდური მოთხოვნაა. ოღონდ, მას სახელი შეეცვლება და ამიერიდან, მყიდველს „როგ სელექტად“ შესთავაზებენ.