McLaren to Break Even This Year Ahead of
Expansion into Asia, Says No to SUVs
1 ოქტომბერი
„ფერარის“ მსგავსად, უგზოობის ავტომობილების
ვირუსისადმი მედეგობა „მაკლარენ ავტომოტივმაც“ გამოავლინა. ბრიტანული კომპანიის
მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ ფლიუიტმა „ფაინენშლ ტაიმსთან“ საუბრისას განაცხადა,
რომ მისი კომპანია ამ ეტაპზე არ აპირებს ყველგანმავლის ტიპის ავტომობილის
გამოშვებას. მისი თქმით, „მაკლარენს“ ჯერ ბაზარზე ფეხის მყარად მოკიდება სჭირდება,
რათა გლობალურმა აუდიენციამ კარგად აღიქვას ეს ბრენდი.
ფლიუიტის თქმით, „მაკლარენ ავტომოტივი“ რენტაბელურ
საქმიანობაზე წელსვე გადავა. არადა, მას ჯერ არ დაუსრულებია აზიის ბაზარზე
ექსპანსია, და არ დაუწყია ისეთი ავტომობილების წარმოება, რომლებიც დიდი რაოდენობით
გაიყიდება. „მაკლარენი“ მალე ბაზარზე თავის მესამე მოდელს - P13-ს გამოუშვებს,
რომელიც „პორშე 911-ის“ კონკურენტად მოიაზრება. ამ ეგრეთ წოდებული ენტრი ლეველ
(საწყისი დონის) ავტომობილის წარმოების დაწყების შემდეგ, კომპანიის წლიური
გაყიდვები 4 000 ერთეულს მიაღწევს.
ამის შემდეგ, ბრიტანული კომპანია კიდევ ორი ახალი
ავტომობილის გამოშვებას აპირებს, რომელთაგან პირველი ბაზარზე 2016 წელს გამოვა,
მეორე კი - ერთი წლის შემდეგ. ფლიუიტი ამ ორი ავტომობილის ტიპს არ აზუსტებს, თუმცა
ირწმუნება, რომ ისინი უგზოობის ავტომობილები არ იქნება. სავარაუდოდ, „მაკლარენი“
პირველ რიგში იმ სეგმენტებს აითვისებს, რომლებშიც მისი უშუალო კონკურენტი „ფერარი“
მუშაობს.
„ჩვენი მოლოდინი წელს 1 500 ავტომობილის
გაყიდვაა. ბაზარზე P13-ის გამოჩენის შემდეგ კი გაყიდვების მაჩვენებელი 4 000-ს
მიაღწევს“, - ამბობს ფლიუიტი და დასძენს, რომ P13-ის ფასი 12C -ს ფასის დაახლოებით
ორი მესამედი, ანუ 110 000 გირვანქა სტერლინგი (ახლანდელი კურსით 130 000 ევროზე
მეტი) ეღირება.
„მაკლარენმა“ ჩინურ ბაზარზე პირველი ნაბიჯები სექტემბერში
გადადგა - ცისქვეშეთში სამი სადილერო ცენტრი გახსნა. ბრიტანული კომპანიის ვარაუდით,
მალე გლობალური გაყიდვების დაახლოებით 10 პროცენტი (ანუ დაახლოებით 150 ავტომობილი)
ჩინურ ბაზარზე მოვა. ამ ეტაპზე, რეგიონების მიხედვით (ჩრდილოეთ ამერიკა, ევროპა,
აზია), გაყიდვების პროცენტული მაჩვენებელია 40-20-40.
No comments:
Post a Comment