VW readying Ducati-engined XL1 sports car
1 ოქტომბერი
„ფოლკსვაგენის“ სუპერ ეკონომიური XL1-ის
პრეზენტაციას ბევრი კითხვა წარმოშვა. მაგალითად, აპირებს თუ არა გერმანული კომპანია
ამ ავტომობილის სპორტული ვერსიის გამოშვებას. ეს კითხვა სრულიად საფუძვლიანია,
რადგან მიუხედავად მისი ეკონომიურობისა, XL1
შეზღუდული ტირაჟით გამოვა და მას თითქმის სუპერ ავტომობილის ფასი ექნება.
და აი, „ფოლკსვაგენის“ სამეთვალყურეო საბჭოს
თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა განაცხადა, რომ XL1-ის სპორტული ვერსიის გამოშვებაც
იგეგმება, ოღონდ ის კომპანია „დუკატის“ წარმოების მოტოციკლის ძრავით აღიჭურვება.
ლაპარაკია 1.2-ლიტრიან V2 აგრეგატზე, რომლითაც იტალიური კომპანიის მოდელი „პენიგეილია“
აღჭურვილი. ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 191 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი
მომენტი კი - 132 ნიუტონმეტრი. ძრავი მაქსიმალურ სიმძლავრეს 10 750 ბრ/წთ-ზე
იძლევა, მაქსიმალურ მომენტს კი - 9 000 ბრ/წთ-ზე. ძრავს ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი
რობოტიზებული ტრანსმისია DSG დაუკავშირდება.
პიხის თქმით, ავტომობილს „XL1 სპორტს“ დაარქმევენ.
ის ჩვეულებრივ XL1-ზე მსუბუქი იქნება. ცნობისათვის, დიზელის ძრავით აღჭურვილი
საბაზო XL1 795 კილოგრამს იწონის. პიხს არ უთქვამს, თუ როგორი დინამიკური
მახასიათებლები ექნება „XL1 სპორტს“ და როდის გამოვა ის ბაზარზე. ნებისმიერ
შემთხვევაში, ეს ავტომობილი „ფოლკსვაგენისთვის“ საიმიჯო იქნება.
შეგახსენებთ,
რომ სერიული XL1-ის პრეზენტაცია თებერვალში გაიმართა. ამ ავტომობილის ხარჯი 1000
კილომეტრზე მხოლოდ 0.9 ლიტრი დიზელის საწვავია. საწვავის ავზის მოცულობა მხოლოდ 10
ლიტრია, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ XL1-მა თითქმის 500 კილომეტრი
გაგატაროთ - ავტომობილს გადაადგილებაშ ელექტრო ძრავიც ეხმარება, რომელსაც ენერგიას
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი აწვდის. მისი ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ
მარტო ელექტრო ძრავით XL1-მა 50 კილომეტრის გავლა შეძლოს.
No comments:
Post a Comment