Ford Teases 2014 EcoBoost Daytona Prototype
Engine
1 ოქტომბერი
„ფორდმა“ სერია ეკობუსტის უკვე ორი მილიონი ძრავი
გამოუშვა და ახლა ამ სერიის ძრავების რბოლებში გამოყენებასაც აპირებს. „ფორდ
რეისინგმა“ ფეისბუკზე გამოაქვეყნა გრანდ ამერიკენის სარბოლო სერიის დეიტონას
პროტოტიპის ფოტო ტიზერი, რომელზეც სარბოლი ავტომობილი ჩრდილში დგას და მისი მხოლოდ
სილუეტია გამოკვეთილი. ეს ავტომობილი იმითაა საინტერესო, რომ ის სწორედ ეკობუსტ
ძრავთაა აღჭურვილი.
პროტოტიპი მომავალი სეზონიდან, ამერიკაში ერთ-ერთი
პოპულარული სარბოლი სერიის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. სწორედ მომავალი სეზონიდან,
გრანდ ამერიკენი და ამერიკული ლე მანის სერია ერთიანდება. ამგვარად, ერთსადაიმავე
რბოლებში, დეიტონას და ლე მანის ტიპის პროტოტიპები დაუპირისპირდება ერთმანეთს.
„ფორდს“ პროტოტიპით სარბოლო საჯინიბო „მაიკლ შენკ
რეისინგი“ იასპარეზებს. ავტომობილი სერია ეკობუსტის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავით
აღიჭურვება, რომელსაც ტურბოდამჭირხნი და საწვავის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების
სისტემა ემსახურება. ამ აგრეგატით აღჭურვილი პროტოტიპი გუნდმა დეიტონას წლვანდელი
რბოლის წარადგინა, თუმცა ის რბოლაში არ გამოუყენებია. ავტომობილს სარბოლო ძრავების
და ტექნიკის წარმოებაზე სპეციალიზებული კომპანია „რაშ იეტსი“ ამზადებს. ცნობილია,
რომ სარბოლო ძრავის კომპონენტების 70 პროცენტი სერიული ძრავისაა. რაც შეეხება
ავტომობილს, მას თავიდან ქმნიან.
ის
დრო, როცა „კვირას მოიგებდი, ორშაბათს კი გაჰყიდდი“, დიდი ხანია გავიდა, მაგრამ
როგორც ჩანს, „ფორდი“ თავისი ეკობუსტით, წარსულის დაბრუნებას აპირებს. და ეს იმ
შემთხვევაში მოხდება, თუ მისი პროტოტიპები რბოლებში გამარჯვებას დაიწყებენ...
No comments:
Post a Comment