Nissan will Sell Current Rogue Alongside All-New
Model
1 ოქტომბერი
„ნისანმა“ ახლახანს ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ახალი
ქროსოვერი „როგი“ წარადგინა, რომლის გაყიდვასაც ნოემბერში დაიწყებს. მაგრამ ამის
მიუხედავად, იაპონური კომპანია კვლავაც გააგრძელებს წინა თაობის „როგის“ (ფოტოზე) წარმოებას,
რისი მიზეზიც ამ ავტომობილზე არსებული სოლიდური მოთხოვნაა. ოღონდ, მას სახელი შეეცვლება
და ამიერიდან, მყიდველს „როგ სელექტად“ შესთავაზებენ.
„როგ სელექტის“ გაყიდვას „ნისანი“ ამერიკაში იანვარში
დაიწყებს, საბაზო ფასი 20 000 დოლარზე ნაკლები უნდა იყოს. იაპონური ორი
თაობის ავტომობილის ბაზარზე დატოვებას იმ გარემოებით ხსნის, რომ მის გამაში, ძველი
„როგი“ მეორე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია და მისი მოხსნა კონკურენტებისთვის
სასარგებლო და აქედან გამომდინარე, მცდარი სვლა იქნება. ამასთან, ორივეს დატოვებით,
დილერები მყიდველს უფრო მრავალფეროვან არჩევანს შესთავაზებენ.
„ნისანმა“ შარშან ამერიკის ბაზარზე 142 349
„როგი“ გაჰყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (აგვისტოდან აგვისტომდე) 16 პროცენტით
მეტია. რამდენადაც ამერიკის ბაზრის კომპაქტური ქროსოვერების სეგმენტი გადატვირთულია,
იქ შედარებით დაბალფასიან ავტომობილს კარგი პერსპექტივა აქვს. „ნისან ნორთ
ამერიკას“ ვიცე პრეზიდენტი ფრედ დიასი, ვინც გაყიდვებსა და მარკეტინგს კურირებს
ამბობს, რომ სწორედ ამ ნიშას დაიკავებს ძველი „როგი“.
„ნისანი“
ახლანდელ „როგს“ იაპონიაში, ქალაქ კიუშუში აწარმოებს. „როგ სელექტსაც“ ამავე
ქარხანაში გამოუშვებენ. რაც შეეხება უახლეს „როგს“, რომელიც პირველად ფრანკფურტში
გვიჩვენეს, მას აშშ-ის ქალაქ სმირნაში (შტატი ტენესი) გამოუშვებენ. იაპონური „როგ
სელექტზე“ დაწვრილებით ინფორმაციას, მისი გაყიდვების დაწყებამდე გამოაქვეყნებს.
No comments:
Post a Comment