დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 30, 2013

„მერსედეს-ბენცი“ ყველაზე ფასეული გერმანული ბრენდია

Mercedes-Benz is The Most Valuable German Brand
30 სექტემბერი
კომპანიების კონსულტაციებზე სპეციალიზებულმა კომპანია „ინტერბრენდმა“ მსოფლიოს ასი ყველაზე ფასეული კომპანიის სია გამოაქვეყნა, რომელშიც გერმანულ კომპანიებს შორის, ყველაზე მაღალი ადგილი „მერსედეს-ბენცს“ უკავია. „ინტერბრენდ“ კომპანიების რეიტინგებს 2000 წლიდან აქვეყნებს, სამი წლის წინ კი მისმა მეთოდოლოგიამ აისოს სერტიფიკატი დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ შტუტგარტული კომპანიის საბაზრო ღირებულება 6 პროცენტით არის გაზრდილი, მას ასეულში მაინც ისევ მე-11 ადგილი უკავია. მას ოდნავ ჩამორჩება „ბეემვე“, რომელიც გერმანულ ბრენდებს შორის, სამქიმიანებთან ყველაზე ახლოსაა. საავტომობილო ბრენდებს შორის, „მერსედეს-ბენცზე“ მაღლა მხოლოდ „ტოიოტაა“. რეიტინგის სათავეში კი ამერიკული კომპანია „ეპლია“.
ამჟამად „მერსედეს-ბენცი“ გერმანიის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი პრემიუმ მწარმოებელია. ამასთან, შტუტგარტელები პოზიციებს იმყარებენ ამერიკასა და ჩინეთში. გლობალური მასშტაბით, პრემიუმ კლასის ავტომობილების ბაზარზე, ყველაზე მეტ ავტომობილს „ბეემვე“ ჰყიდის.

No comments:

Post a Comment