დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, September 30, 2013

„ფოლკსვაგენი“ ყოველ „ვეირონზე“ 6.3 მილიონ დოლარს ზარალობს

Volkswagen Losing $6.3 Million on Each Bugatti Veyron Sold, Says Report
30 სექტემბერი
ანალიტიკურ კომპანია „ბერნშტაინ რისერჩის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფი ყოველ გაყიდულ „ბუგატი ვეირონზე“ 6.3 მილიონ დოლარს ზარალობს. ამ რიცხვის გათვალისწინებით, 2005 წლის შემდეგ, რაც „ვეირონი“ ბაზარზეა, გერმანულმა საავტომობილო გიგანტმა სულ 357 ცალი სუპერ ავტომობილი გაჰყიდა და ჯამში 2.23 მილიარდი დოლარი იზარალა.
იმავე კვლევის შესაბამისად, „ფოლკსვაგენისთვის“ გაცილებით ნაკლებად ზარალიანია ფლაგმანი სედანი „ფაეტონი“, რომლის ყოველ გაყიდულ ეგზემპლარზეც, ზარალი 38 252 დოლარს შეადგენს. ვოლფსბურგელთა ჯგუფის ბრენდებიდან, გამაში წამგებიანი მოდელი „აუდისაც“ აქვს, რომელიც ყოველ გაყიდულ A2-ზე 10 247 დოლარს კარგავს.
ზარალის მომტან ავტომობილებს სხვა კომპანიებიც აწარმოებენ (აწარმოებდნენ). მაგალითად, „რენოს“ წარუმატებელი და ძალიან უშნო ფლაგმანი „ველ სატისი“, ყოველ გაყიდულ ეგზემპლარზე, რომბების ბიუჯეტს 25 459 დოლარს აკარგვინებდა, „პეჟოსთვის“ კი ყოველი გაყიდული „პეჟო 1007“ 20 927 დოლარის დაკარგვის ტოლფასია.
რაც შეეხება „ბუგატი ვეირონს“, ის 8.0-ლიტრიანი W16 კონფიგურაციის ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ოთხი ტურბოკომპრესორი ემსახურება. ძრავის სიმძლავრე 1001 ცხენის ძალაა, ვერსია „სუპერ სპორტსა“ და „გრანდ სპორტზე“ კი სიმძლავრე 1200 ცხენის ძალას აღწევს. აღსანიშნავია, რომ „ბუგატიმ“ „ვეირონის“ 28 სპეციალური ვერსია გამოუშვა და უფრო მეტის გამოშვებას გეგმავს.

No comments:

Post a Comment