Ford Unveils New EcoBoost V-6 Daytona Prototype
2 ოქტომბერი
მომავალი სეზონიდან, ორი პოპულარული ამერიკული
სარბოლო სერია - გრანდ ამერიკენი და ამერიკენ ლე მანი ერთიანდება და „იუნაიტედ
სპორტს ქარზ ჩემპიონშიპის“ სახელით გაიმართება. ეს სეზონი იმითაც იქნება
საინტერესო, რომ მასზე „ფორდის“ სერია ეკობუსტის ძღავით აღჭურვილი სპორტული
პროტოტიპიც იასპარეზებს. ამ ძრავით უკვე აღიჭურვა ამერიკულ კომპანია „რილი
ტექნოლოჯიზის“ დეიტონას ტიპის სპორტული პროტოტიპი, რომლის აეროდინამიკის
დახვეწაშიც მონაწილეობა „ფორდის“ სპეციალისტებმა მიიღეს.
ავტომობილის წარსადგენ რელიზში, „ფორდ რეისინგის“
დირექტორმა ჯეიმი ელისონმა განცხადა, რომ რბოლებში ეკობუსტის ძრავით მონაწილეობა,
კიდევ ერთხელ გამოავლენს ამ ძრავების არამხოლოდ მაღალ სიმძლავრეს, არამედ საწვავის
ეკონომიურად მოხმარების უნარსაც, რაც გამძლეობაზე რბოლებში მნიშვნელოვანი
ფაქტორია. თუმცა, ელისონს 3.5-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავის მახასიათებლები არ
გაუმხელია.
„ფორდის“ სპეციალისტებმა ავტომობილის არამხოლოდ
აეროდინამიკა დახვეწეს, არამედ ის შეძლებისდაგვარად, ამერიკული კომპანიის
კორპორატიულ სტილსაც მიუსადაგეს. ავტომობილის ტესტირება მალე დეიტონას ტრეკზე
დაიწყება, ზუსტად იმ ტრეკზე, სადაც მისი სარბოლო ნათლობა 25-26 იანვარს,
24-საათიანი რბოლისას შედგება.
ტესტების პროცესში, „ფორდი“ და მისი პარტნიორები -
გუნდი „მაიკლ შენკ რეისინგი“, „ფორდ რეისინგი“ და კომპანია „კონტინენტალ ტაიერი“,
დეიტონას წრის რეკორდის გაუმჯობესებას ეცდებიან. რეკორდი (წრის გავლის საშუალო
სიჩქარე), რომელიც 338.548 კმ/სთ-ია, 1987 წელს დაუმყარებია ნასქარ-ის ჩემპიონ ბილ
ელიოტს, ვინც „ფორდ ტანდერბირდით“ ასპარეზობდა.
No comments:
Post a Comment