Meet the new World's Largest Dump Truck
3 ოქტომბერი
ბელარუსულმა კომპანია „ბელაზ-მა“ უახლესი საკარიერო
თვითმცლელი გამოუშვა, რომელიც ტვირთამწეობის მაჩვენებლით, მსოფლიო რეკორდსმენია.
ავტომობილის სახელია „ბელაზ75710“ და მას 496
ტონა ტვირთის გადაზიდვა და დაცლა შეუძლია. ბუნბრივია, თავისი სიმძიმისა და
უზარმაზარი გაბარიტების გამო, მისი გამოყენება ჩვეულებრივ გზებზე შეუძლებელია.
თუმცა, ამის საჭიროება არც არსებობს - საკარიერო თვითმცლელები მხოლოდ წიაღისეულის
მომპოვებელი კარიერიდან, დიდი რაოდენობით ტვირთის სარკინიგზო და სხვა სატრანსპორტო
საშუალებასთან, ან გადასამუშავებელ ქარხანასთან მისატანად გამოიყენება.
ავტომობილი რვა უზარმაზარ ბორბალზე დგას. მას ორი 16-ცილინდრიანი
ტურბო დიზელის ძრავი ემსაახურება, რომელთა ჯამური მუშა მოცულობაც 130 ლიტრია.ძრავების
ჯამური სიმძლავრე 4 600 ცხენის ძალას აღწევს, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 18 626
ნიუტონმეტრს! ძრავებთან ელექტრომექანიკური ტრანსმისიაა დაკავშირებული. ასეთი მძლავრი
ძრავების წყალობით, ბელარუსულ კოლოსს მაქსიმუმ 65 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა
შეუძლია. თვითმცლელის წონა 983 ტონას აღწევს.
„ბელაზ-ის“ საკარიერო თვითმცლელების განყოფილების
მთავარი ინჟინერი ლეონიდ ტრუხნოვი ამბობს, რომ მისმა კომპანიამ გინესის რეკორდების
წიგნს უკვე გაუგზავნა საბუთები, რათა „ბელაზ 75710“
ოფიციალურად დამტკიცდეს გინესის რეკორდსმენად.
No comments:
Post a Comment