დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, August 5, 2013

„მერსედესმა“ შემდეგი C-კლასი შეიძლება ბრაზილიაშიც გამოუშვას

Mercedes Reportedly Planning to Build Next C-Class in Brazil from 2015
5 აგვისტო
„დაიმლერს“ ბრაზილიაში, სამხრეთ ამერიკაში უდიდეს ბაზარზე, ახალი ქარხნის აშენება აქვს გადაწყვეტილი. როიტერსის ინფორმაციით, რომელიც გერმანულ ჟურნალ „დერ შპიგელში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეყრდნობა, ამის მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიაში სულ უფრო იზრდება გადასახადები იმპორტირებულ ავტომობილებზე, რაც უცხოეთიდან ავტომობილების შეტანას არახელსაყრელს ხდის.

„ფორდი“ „ფიესტა ST-ს“ წარმოებას ზრდის

Ford Boosts Fiesta ST Production to Meet Surging Demand
5 აგვისტო
„ფორდი“ აცხადებს, რომ უახლეს „ფიესტა ST-ზე“ ორჯერ მეტი მოთხოვნილებაა, ვიდრე ელოდა, რის გამოც, ამ ავტომობილის წარმოების მოცულობის გაზრდას აპირებს. ამერიკულმა კომპანიამ ევროპის ბაზარზე ეს ავტომობილი ექვსი თვის წინ შეიტანა და თავიდანვე მასზე უამრავი შეკვეთა მიიღო. ტურბოძრავიანი „ფიესტა ST“ ყველაზე კარგად ბრიტანეთში იყიდება, რომელზეც ევროპული გაყიდვების თითქმის მესამედი მოდის.

Sunday, August 4, 2013

ლუკა დი მონტეძემოლო ალონსოსადმი საყვედურს ამართლებს

Ferrari president Luca di Montezemolo stands by F1 Alonso rebuke
4 აგვისტო
უნგრეთში რომ ფერნანდო ალონსომ გაიხუმრა, ჩემთვის საიუბილეოდ საუკეთესო საჩუქარი, ჩვენი მეტოქეების მანქანები იქნებოდაო, ამას „ფერარის“ შეფ ლუკა დი მონტეძემოლოს საკმაოდ მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. მალე ამ კრიტიკას მოჰყვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალონსოს გადაბირებას „რედ ბული“ ცდილობს. ბევრმა ეს ორი ისტორია ერთმანეთს დაუკავშირა, თუმცა ამის მიუხედავად, დი მონტეძემოლოს ტონის შერბილება არც უცდია.

„ბეემვეს“ ახალი პლატფორმა - პლუს მილიონი ავტომობილი წლიურად

How BMW and Mini will sell a million cars per year off one platform
4 აგვისტო
„ბეემვე“ და მის ჯგუფში შემავალი „მინი“, ავტომობილების ავტომობილების ახალ ოჯახს ქმნიან, რომლებიც ერთადერთ, წინა ამძრავიან პლატფორმაზე აიგება და რომლებიც საზიარო სამ და ოთხცილინდრიანი ძრავები აღიჭურვება. ეს ოჯახი ძალიან სწრაფად გამრავლდება და მათი წლიური წარმოების მოცულობა, მილიონ ავტომობილს მიაღწევს! ამგვარად, გაიზრდება არამხოლოდ წარმოების და გაყიდვების მოცულობა, არამედ მოგებაც და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბავარიელები სერიოზულად შეავიწროებენ თავიანთ ძირითად კონკურენტებს პრემიუმ სეგმენტში.

ახალი ინფოტაინმენტი განახლებული „ოპელ ინსიგნიასთვის“

Infotainment in New Opel Insignia: Innovative, Intuitive, Individual
4 აგვისტო
„ოპელი“ განახლებულ სედან „ინსიგნიას“ და მის უნივერსალისძარიან ვარიანტს, სახელად „ინსიგნია ქანთრი ტურერს“, ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგენს. გარეგნულ სიახლეებთან ერთად, ამ ავტომობილს ახალი მულტიმედიური სისტემაც აქვს, რომელიც მომხმარებელს ექსპლუატაციის გამარტივებასთან ერთად, კომფორტსა და სასიამოვნო მგზავრობასაც სთავაზობს.

სახელი „ძონდა“ პირველად „დე ტომაზოს“ გამოუყენებია

Pagani Wasn’t The First Manufacturer to Use the Zonda Nameplate
4 აგვისტო
დე ტომაზო ძონდა
სუპერ ავტომობილების მწარმოებელმა იტალიურმა კომპანია „პაგანიმ“ სახელი მოდელ „ძონდას“ წყალობით გაითქვა. იმდენად, რომ ბევრი კოლექციონერისთვის, ამ კომპანიის მანქანები სასურველი ექსპონატებია. დღეს „პაგანის“ საწარმოო პროგრამა უკვე ორ მოდელს მოიცავს - „ძონდას“, რომლის წარმოებაც მალე გაჩერდება, „ჰუაირა“ დაემატა.

„რედ ბულმა“ ალონსოთი დაინტერესება აღიარა

Red Bull confirms Hungaroring meeting was about Alonso
4 აგვისტო
„რედ ბულმა“ დაადასტურა, რომ ჰუნგარორინგის პადოკში, ფერნანდო ალონსოს შეხვდა. რა თქმა უნდა, საუბარი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის სამომავლო გეგმებზე იყო. ეს ინფორმაცია უნგრეთშივე ორივე მხარემ უარყო, ალონსოს მენეჯერმა ლუის გარსია აბადმა კი განაცხადა, რომ თავისი კიდევ ერთი პროტეჟის, კარლოს საინს უმცროსის კარიერის საკითხებს აგვარებდა. ცნბისათვის, უმცროსი საინსის სპონსორი „რედ ბულია“.

Saturday, August 3, 2013

ოჟიემ ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა

Ogier wins in Finland to edge towards world title
3 აგვისტო
ფრანგმა სებასტიან ოჟიემ, რალის მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი ეტაპი ფინეთში მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სანუკვარ ტიტულს, რომელსაც ცხრა წელია, არავის უთმობდა მისი ლეგენდარული თანამემამულე სებასტიან ლოები. სეზონის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე, ოჟიე 90 ქულას უგებს უახლოეს მდევრებს, ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალას და ბელგიელ ტიერი ნოივილს.

„ჰიუნდაიმ“ განახლებული „ელანტრას“ ტიზერი გაავრცელა

Hyundai Teases 2014 Elantra/Avante
3 აგვისტო
მეხუთე თაობის სედანი „ელანტრა“ კარგად იყიდება, მაგრამ „ჰიუნდაიმ“ მისი განახლებული ვარიანტი მაინც მოამზადა, რადგან ავტომობილს თავისი სასიცოცხლო ციკლის შუაში (წარმოების დაწყებიდან სამი წლის შემდეგ), ფეისლიფტი უწევს. კორეულმა კომპანიამ ჯერ განახლებული „ელანტრას“ მხოლოდ ერთი ფოტო ტიზერი გამოაქვეყნა, რომლითაც მისი პრემიერის მოახლოება გვამცნო.

„იაგუარი“ თავის პირველ უგზოობის ავტომობილს ფრანკფურტში გვიჩვენებს

New Jaguar SUV tipped for Frankfurt motor show debut
3 აგვისტო
ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს ბრიტანული კომპანიის პრეს მდივანი, თუმცა ჟურნალი „ავტოქარი“ ირწმუნება, რომ სწორედ ასეა. ფრანკფურტში მომავალი სერიული ავტომობილის კონცეპტუალურ ვერსიას ვიხილავთ, რომელიც ბაზარზე სავარაუდოდ, 2016 წელს გამოჩნდება.

„ფერარიმ“ გაყიდვები შეამცირა, მოგება კი გაზარდა

Ferrari reports fewer sales, more profit to prove strategy is working
3 აგვისტო
ბევრს ალბათ ძალიან გაუკვირდა, როდესაც „ფერარის“ თავმჯდომარე ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ მისი კომპანიისთვის უმჯობესი იქნება, თუ გაყიდვებს შეამცირებს - ამით ექსკლუზიურობის ხიბლს შეინარჩუნებს და მოგებაც გაიზრდებაო. შესაძლოა, ვინმეს ეს შეუძლებლადაც მოეჩვენა, მაგრამ ლუკამ კარგად იცის, რასაც აკეთებს და რასაც ამბობს. ასეთი სტრატეგიის პირველი დადებითი შედეგები კი ამ განცხადებიდან სულ რაღაც ორიოდ თვეში გამოვლინდა.

„მერსედესი“ იქადნის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება

Mercedes warns it will get stronger in second half of F1 season
3 აგვისტო
„მერსედესი“ აცხადებს, რომ სეზონის მეორე ნახევარს კიდევ უფრო კარგად ჩაატარებს - უნგრეთში ლუის ჰამილტონის გამარჯვება იმის აშკარა ნიშანია, რომ გერმანული საჯინიბო კარგ ფორმაში შევიდა და ტიტულისთვის მებრძოლთა რიგებს დაუბრუნდა. სამქიმიანთა შეფმა როს ბრაუნმა იცის, რომ ტიტულისთვის პაექრობა ძალიან ძნელი იქნება, თუმცა იმედი აქვს, რომ ის სიახლეები, რომლებსაც ინჟინრები მომდევნო რბოლებისთვის ამზადებენ, მანქანას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

ღია „რეინჯ როვერ ევოუკის“ წარმოება გადაწყვეტილია

Evoque Convertible 'approved' for 2014
3 აგვისტო
ეს ინფორმაცია ჯერ არაოფიციალურია, თუმცა ინტერნეტ გამოცემა „ვოთ ქარ?“ ირწმუნება, რომ ის „ლენდ როვერის“ თანამშრომლისგან მიიღო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას, ძნელი სათქმელია, თუმცა ცნობილია ბრიტანული კომპანია ღია „ევოუკის“ წარმოების მიზანშეწონილებას განიხილავდა.

„ფორდის“ ახალგაზრდა ინჟინრის „საზრიანი“ გადამრთველი (ვიდეო)

Rookie Ford engineer Creates Useful Vibrating Shift Knob
3 აგვისტო
„ფორდის“ ახალგაზრდა ინჟინერმა ზაქარი ნელსონმა შეიმუშავა უცნაური მოწყობილობა, რომელიც ახალბედა მძღოლებს, მექანიკური გადაცემათა კოლოფის საფეხურების დროულად გადართვის მიჩვევაში დაეხმარება. მოწყობილობა შედგება გადასართველის სახელურისგან, რომელიც სამგანზომილებიან პრინტერზეა „ამობეჭდილი“, მინიატურული მონიტორისგან და „მაიკროსოფტ იქსბოქს 360-ის“ ჯოისტიკის მიკროძრავისგან.

„ბეემვე“ წყალბადზე მომუშავე ავტომობილების გამოშვებას აპირებს

BMW Considering Hydrogen-powered Vehicles
2 აგვისტო
შესაძლოა, მალე „ბეემვე“ „ჰიუნდაის“ კვალს გაჰყვეს და წყალბადზე მომუშავე ავტომობილების წარმოება დაიწყოს. ამის შესახებ, თავად გერმანული კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ნორბერტ რაიტჰოფერმა განაცხადა.