დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, August 3, 2013

„მერსედესი“ იქადნის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება

Mercedes warns it will get stronger in second half of F1 season
3 აგვისტო
„მერსედესი“ აცხადებს, რომ სეზონის მეორე ნახევარს კიდევ უფრო კარგად ჩაატარებს - უნგრეთში ლუის ჰამილტონის გამარჯვება იმის აშკარა ნიშანია, რომ გერმანული საჯინიბო კარგ ფორმაში შევიდა და ტიტულისთვის მებრძოლთა რიგებს დაუბრუნდა. სამქიმიანთა შეფმა როს ბრაუნმა იცის, რომ ტიტულისთვის პაექრობა ძალიან ძნელი იქნება, თუმცა იმედი აქვს, რომ ის სიახლეები, რომლებსაც ინჟინრები მომდევნო რბოლებისთვის ამზადებენ, მანქანას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.
„გუნდში შესანიშნავი სულისკვეთება სუფევს. თანაც ვიცი, რასაც ტექნიკური ჯგუფი ამზადებს და ეს ყველაფერი ოპტიმისტუტად განმაწყობს. ამ სეზონში ბევრი ტექნიკური სიახლე გამოვიყენეთ, რამაც სასურველი შედეგი მოგვიტანა. რაც მთავარია, ყველაფერი, რაც კი გავაკეთეთ, სასურველ შედეგს გვაძლევს. შემდგომი რბოლებისთვისაც ვამზადებთ სიახლეებს, რომლებმაც ჩვენი მანქანა კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახადოს, ეს კი სეზონის მეორე ნახევარში დამატებით იმპულსს მოგვანიჭებს“, - ამბობს ბრაუნი.
მას იმედს ის ფაქტიც უსახავს, რომ ბოლო სამ რბოლაში, ყველაზე მეტი ქულა ჰამილტონმა მოაგროვა, რაც გუნდის ბრძოლისუნარიანობის უტყუარი მაჩვენებელია. ის სეზონის პირველ ნახევარს ორ პერიოდად ჰყოფს. პირველ ხუთში გუნდმა ტემპი აკრიფა, მეორე ხუთიდან კი სამში გაიმარჯვა და რაც მთავარია, პოულიდან მოგებაც დაიწყო. თუმცა, ბრაუნი თვლის, რომ ეს კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგადაა და სამუშაო ბევრია. მაგრამ ტემპი, რომელიც გუნდმა აკრიფა, ძალიან შთამბეჭდავია, რაც აუცილებლად აისახება შედეგებში.
ბრაუნი ასევე თვლის, რომ მისმა გუნდმა ახლახანს დაიწყო სარგებლის მიღება იმით, რომ მისი პარტნიორი ლუის ჰამილტონია. და ეს ფაქტორი სულ უფრო თვალსაჩინო გახდება. „ჩვენ არ ვიცით, სად არის განვითარების ზღვარი, მაგრამ ლუისთან ერთად, წინსვლა დავიწყეთ და ისიც არ ვიცით, ამ წინსვლის ზღვარი სადაა“, - ამბობს ბრაუნი.

No comments:

Post a Comment