Saturday, March 2, 2013
წრიულ რბოლებში საქართველოს ჩემპიონატის კალენდარი
კონცეპტუალური „კია პროვო“ ჟენევაში
Say Hello to Kia's New Geneva Motor Show-Bound
Provo Concept
2 მარტი
მიმომხილველები ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე
ამბობენ, რომ ესაა „კიას“ მიერ ჟენევური ავტოგამოფენისთვის მომზადებული სიურპრიზი.
თუმცა, ახლა უკვე სიურპრიზს ვეღარ დავარქმევთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც
პალექსპოს საგამოფენო კომპლექსის კარი გაიღება, დამთვალიერებელს ეცოდინება, რომ იქ
ამ კოხტა ავტომობილს ნახავს.
„ფორდი“ იაფფასიანი სუბკომპაქტის გამოშვებას აპირებს
Ford mulls low-cost subcompact, Mulally say
2 მარტი
„ფორდის“ მთავარმა აღმასრულებელმა ალან მიულალიმ (ფოტოზე)
განაცხადა, რომ მისი კომპანია, „ფიესტას“ ბაზაზე სუბკომპაქტური საბიუჯეტო ავტომობილის
წარმოების მიზანშეწონილობას განიხილავს. ასეთი ავტომობილი მთელს მსოფლიოში უნდა
გაიყიდოს, მაგრამ მას ცალკე ბრენდით არ გამოუშვებენ, როგორც ამას „რენო“ აკეთებს „დაჩიასთან“
მიმართებაში.
„ვოლარ-e“ – 1000-ცხენისძალიანი ელექტრომობილი (ვიდეო)
Meet the Volar-e, a 1,000Hp All-Electric Hypercar
2 მარტი
ელექტრომობილებს ჯერაც ვერ მოუპოვებიათ საკმარისი
ავტორიტეტი იმისათვის, რომ მასობრივად იყიდებოდნენ ბაზარზე. ლაპარაკი აღარაა
იმაზე, რომ ელექტრომობილს სპორტულ მართვასთან ბევრი ვერ დააკავშირებს. ეს მომავლის
საქმეა, როდესაც ახალი სარბოლო სერიები, მათ შორის ფორმულა E,
პირველ ჩემპიონატებს ჩაატარებენ.
Labels:
ვიდეო,
მწვანე ტექნოლოგიები,
სუპერ ავტომობილები
Friday, March 1, 2013
სახეშეცვლილ „ix35/ტუსანს“ „ჰიუნდაი“ ჟენევაში გვიჩვენებს
Hyundai Blows the Covers Off Facelifted ix35 /
Tucson Ahead of Geneva
1 მარტი
ოთხი დღეც და ჟენევის 83-ე მოტორ შოუ გაიხსნება.
მასზე ბევრი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილის ხილვა იქნება შესაძლებელი.
თუმცა დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ავტომწარმოებლები თავიანთ სიახლეებს წინასწარ
გვაცნობენ, რითაც მათდამი ინტერესს აღვივებენ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ჰიუნდაია“,
რომელსაც ექსპო სენტერში რამდენიმე სიახლე ექნება, მათ შორის, სახეშეცვლილი ix35,
რომელიც ზგიერთ ბაზარზე „ტუსანის“ სახელითაა ცნობილი.
„მერსედეს-ბენცი“ ექვსბორბლიან G63 AMG 6x6-ს გამოუშვებს (ვიდეო)
Mercedes-Benz G63 AMG 6x6: It's Real, It’s Wild
and It's Entering Production
1 მარტი
„მერსედეს-ბენცის“ დაკუთხული G-კლასის უგზოობის
ავტომობილი მთელი მსოფლიოს მდიდრებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლაპარაკი
აღარაა ამ ავტომობილის წყვილ ტურბოიან V8 და V12 ძრავებით აღჭურვილ ვერსიებზე. „რეინჯ
როვერისა“ არ იყოს, ესეც უგზოობის ლიმუზინია, ცოტა უხეში გარეგნობით. ცუდ გზებზე
იოლად გაგატარებს და არც კომფორტს დაგაკლებთ.
Thursday, February 28, 2013
ახალი „აუდი RS Q3“ ახალი ტურბო ძრავით
New Audi RS Q3 with 306HP 2.5-liter Turbocharged Inline-Five is Official
28 თებერვალი
ჟენევის მოტორ შოუსთვის, „აუდის“ ხუთი (!) სიახლე
აქვს მომზადებული, მათ შორის, ერთ-ერთია Q3-ის ტემპერამენტიანი ვერსია, ინდექსით RS.
ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ინგოლშტადტელებს პეკინის შარშანდელ ავტო
შოუზე ჰქონდათ წარდგენილი.
სუტილი „ფორს ინდიაში“ დაბრუნდა
Sutil gets second chance with Force India
28 თებერვალი
ადრიან სუტილი ფორმულა ერთში დაბრუნდა. მას მეორე
შანსი ისევ „ფორს ინდიამ“ მისცა, სადაც მისი თანაგუნდელი ისევ პოლ დ რესტა იქნება,
რომელთან ერთადაც 2011 წელს ფ1-ში თავისი ბოლო სეზონი გაატარა. სუტილი ინდურ
გუნდში თავის თანამემამულე ნიკო ჰულკენბერგს შეცვლის, რომელიც „ზაუბერში“
გადავიდა.
„ძალიან
მიხარია, რომ ფორმულა ერთში დაბრუნების საშუალება მომეცა. „ჰიუნდაიმ“ საწვავის უჯრედებიანი ix35-ის წარმოებას იწყებს
Hyundai ix35 Fuel Cell Vehicle Enters Production
28 თებერვალი
„ჰიუნდაი“ ერთ-ერთი იმ იშვიათ
ავტომწარმოებელთაგანია, რომლებიც საწვავის ფიჭური ელემენტების ტექნოლოგიების
განვითარებაზე ზრუნავენ. და ამ მიმართულებით, საკმაოდაც დაწინაურდნენ. მათი ლიდერობის
დასტურია ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ix35, რომლის შესახებაც ინფორმაცია
ახლახანს ინტერნეტით გავრცელდა.
„ლენდ როვერმა“ ჟენევისთვის ელექტრული „დიფენდერი“ მოამზადა
Land Rover Electrifies Classic Defender for the
Geneva Motor Show
28 თებერვალი
„ლენდ როვერი“ 1948 წლიდან აწარმოებს ლეგენდარულ
„დიფენდერს“, რომელსაც უგზოობაში ბევრი თანამედროვე ავტომობილი ვერ შეედრება.
მაგრამ ამის მიუხედავად, ბევრი პარამეტრით, ის ძალიან მოძველდა, რის გამოც,
ბრიტანული კომპანია შეცვლას უპირებს. ოღონდ, სანამ ბაზარზე ახალ „მცველს“
გამოიყვანს, მანამ ძველის ბაზაზე ელექტრომობილი შეიმუშავა, რომელსაც ჟენევის მოტორ
შოუზე წარადგენს.
„ფოლკსვაგენის“ და „დაიმლერის“ შეფებს ანაზღაურება შეუმცირდებათ
VW, Daimler CEOs take pay cuts in 2013, GM's
Akerson stays the course
27 თებერვალი
![]() |
| მარცხნიდან: ცეტშე, ვინტერკორნი და აკერსონი |
ევროპის ბაზარზე არსებული კრიზისი ისეთი მძლავრი
კომპანიების საქმიანობასაც აზარალებს, როგორებიც „ფოლკსვაგენი“ და „დაიმლერია“. და
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ამ კომპანიების საქმიანობა წარმატებულია,
მათ ხელმძღვანელებს მაინც ანაზღაურება უმცირდებათ. სამაგიეროდ, „ჯენერალ მოტორსის“
მესაჭეს ხელფასი გაეზრდება.
Wednesday, February 27, 2013
KTM ჟენევაში შემინულ „X-ბოუს“ წარადგენს
KTM reveals slightly more accommodating X-Bow GT
ahead of Geneva
27 თებერვალი
მოტოციკლების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია KTM-ის
როდსტერი „X-ბოუ“ საკმაოდ პოპულარულია იმ ავტომოყვარულებს შორის, რომლებიც
ავტომობილში პირველ რიგში, მართვადობას და მანევრულობას აფასებენ.სხვა თუ არაფერი,
ეს ავტომობილი ჩემპიონთა რბოლების უცვლელი ატრიბუტია. მოკლედ, ის ადრენალინის მოყვარულთათვისაა
შექმნილი.
„ჰიუნდაი იუროპი“ ევროპულ ბაზარზე წილის შენარჩუნებას ვარაუდობს
Hyundai Europe expects to keep market share in
2013
27 თებერვალი
„ჰიუნდაის“ ევროპულ შტოს იმედი აქვს, რომ შეინარჩუნებს
ევროპული ბაზრის იმ 3.5 პროცენტს, რომელიც გასულ წელს მოიპოვა. „ჰიუნდაი მოტორ
იუროპის“ მთავარ აღმასრულებელ ალან რუშფორტის თქმით, 2013 წელი კონსოლიდაციის წელი
იქნება, რასაც გაყიდვების ზრდის მორიგი ეტაპი უნდა მოჰყვეს.
„ლენდ როვერი“ ჟენევაში ახალ 9-საფეხურიან ტრანსმისიას გაგვაცნობს
Land Rover to Debut New 9-Speed ZF Automatic
Transmission in Geneva
27 თებერვალი
ჟენევის
მოტორ შოუზე, „ლენდ როვერი“ ახალ, 9-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიას წარადგენს.
გადაცემათა კოლოფი კომპანია ZF-ის
მიერაა შემუშავებული, რომელიც სწორედ ტრანსმისიების წარმოებაზეა სპეციალიზებული.
რა თქმა უნდა, ამ სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა „ლენდ როვერის“
სპეციალისტებმაც მიიღეს.
„ჰონდა“ შესაძლოა ფ1-ის ძრავზე მუშაობს
Gilles Simon working on F1 engine for Honda
26 თებერვალი
როგორც ჩანს, ფორმულა ერთში „ჰონდას“ დაბრუნება
გადაწყვეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანია, რომელმაც დიდი
პრიზების ცირკი 2008 წელს დატოვა (გლობალური ფინანსური კრიზისის გამო), უკვე
მუშაობს ახალ, V6 ტურბო ძრავზე, რომელიც შესაძლოა, 2014 წლიდან
„მაკლარენის“ მანქანებზე ვიხილოთ.
Subscribe to:
Posts (Atom)













