დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 2, 2013

კონცეპტუალური „კია პროვო“ ჟენევაში


Say Hello to Kia's New Geneva Motor Show-Bound Provo Concept
2 მარტი
მიმომხილველები ამ კონცეპტუალურ ავტომობილზე ამბობენ, რომ ესაა „კიას“ მიერ ჟენევური ავტოგამოფენისთვის მომზადებული სიურპრიზი. თუმცა, ახლა უკვე სიურპრიზს ვეღარ დავარქმევთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც პალექსპოს საგამოფენო კომპლექსის კარი გაიღება, დამთვალიერებელს ეცოდინება, რომ იქ ამ კოხტა ავტომობილს ნახავს.

და მაინც, პატარა კონცეპტუალური სპორტული „პროვო“ კორეული სიურპრიზია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მსგავსი სტილი „კიასთვის“ სრულიად უცხოა. მეორეც, ამ ავტომობილის მსგავსს არაფერს უშვებს. მესამეც - ძალიან კოხტაა. კორეული კომპანია მასზე ასეთ ლაკონურ განმარტებას იძლევა: „პროვო“ არის ახალი კოლორიტული ურბანული ავტომობილი.

მეტი არაფერი. „კიამ“ ამჯერად მხოლოდ ფოტოები ჩათვალა საკმარისად. ეს ფოტოები ბევრ რამეს გვეუბნება. შესაძლოა, „პროვო“ არის „ჰიუნდაი ველოსტერის“ „კიასეული“ ანალოგი. ოღონდ, „ველოსტერისგან“ განსხვავებით, მას კართა განლაგების სიმეტრიულობა დაცული აქვს. არის სამკარიანი ჰეჩბეკი, ან უფრო სწორი იქნება, თუ კუპეს კლასს მივაკუთვნებთ.
„პროვო“ (შესაძლოა, ეს სახელი სიტყვა პროვოკაციის ლაკონური ვერსიაა) პატარა კია, მაგრამ საკმაოდ განვითარებული აღნაგობით გამოირჩევა, რითაც მიგვანიშნებს, რომ პატარა სპორტსმენების ჯიშისაა. მსგავსი განწყობა შეგვექმნება, როდესაც მის სალონში შევიხედავთ.
მოკლედ, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ თუ ამ ავტომობილს გამოუშვებს, „კია“ „მინისთან“ და „ოპელის“ უახლეს კოლორიტულ „ადამს“ გაუწევს კონკურენციას.

No comments:

Post a Comment