დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, March 2, 2013

განახლებული „ბენტლი ფლაინგ სპური“ ჟენევური პრემიერის წინ

New Bentley Flying Spur Bows Ahead of the Geneva Motor Show
2 მარტი
ეს ავტომობილი, „კონტინენტალ ფლაინგ სპურის“ სახეშეცვლილი ვერსიაა, თუმცა თავად ბრიტანულმა კომპანიამ, როდესაც მის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გაავრცელა, სახელად მხოლოდ „ფლაინგ სპური“ დაწერა. ძნელი სათქმელია, შეცდომაა დაშვებული, თუ ქრიუელები თავიანთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავტომობილს სახელს უცვლიან.
მთავარი ისაა, რომ ავტომობილს გარეგნობა საფუძვლიანად შეუცვალეს. თუმცა მის დანახვაზე ადვილად გამოიცნობთ, რომ ეს „ფლაინგ სპურია“. ავტომობილს აქვს სრულიად ახალი წინა ფარები, რომლებიც შუქდიოდური ელემენტებისგან შედგება. რადიატორი და ბამპერის ქვეშ არსებული ზორბა ჰაერის ამღები ბადითაა დაფარული, რომელიც რომბების სტრუქტურას წარმოადგენს.
დაბლაა დაწეული ავტომობილის სახურავი. მთლიანად ავტომობილის ფორმები უფრო გამოკვეთილი გახდა. მისი უკანა ნაწილი მსხვილ საყრდენს „უკავია“. უკანა ფარებს ოთხკუთხა ფორმები მიენიჭა. მთლიანობაში, განახლების შემდეგ, „ფლაინგ სპურის“ კუდი უფრო მონუმენტური გახდა.
ყველაფერი კარგი, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ გარეგნული არაა. ახალია მზიდი სტრუქტურა, რომელიც მსუბუქი მასალებისგანაა დამზადებული. ამან ინჟინრებს ავტომობილის წონის 50 კილოგრამით შემცირების (წინა თაობის მოდელთან შედარებით) საშუალება მისცა. არადა, ეკიპირებაში ახალი სისტემები შევიდა. ყველაფრის მიუხედავად, ავტომობილის სტრუქტურა უფრო მტკიცე გახდა.

ყველაფერი კარგი, მაგრამ ცვლილებები მხოლოდ გარეგნული არაა. ახალია მზიდი სტრუქტურა, რომელიც მსუბუქი მასალებისგანაა დამზადებული. ამან ინჟინრებს ავტომობილის წონის 50 კილოგრამით შემცირების (წინა თაობის მოდელთან შედარებით) საშუალება მისცა. არადა, ეკიპირებაში ახალი სისტემები შევიდა. ყველაფრის მიუხედავად, ავტომობილის სტრუქტურა უფრო მტკიცე გახდა.
დაიხვეწა საკიდარი, რომელსაც დრეკადი ელემენტები უფრო დაურბილდა (წინ 10 პროცენტით, უკან კი - 13 პროცენტით), რაც კომფორტს გააუმჯობესებს, და ამით მანევრულობაც არ გაუარესდება. დარბილდა განივი მდგრადობის ღერძი, ანუ ეგრეთ წოდებული მშრალი ამორტიზატორი (წინ 13 პროცენტით და უკან - 15 პროცენტით). ზამბარების და ამორტიზატორების წყვილებს ელექტრონული კონტროლის სისტემა მართავს. „ბენტლიმ“ საჭის მექანიზმიც გამოცვალა. ავტომობილი ასევე სტაბილურობის მრავალრეჟიმიანი ელექტრონული კონტროლის სისტემითაც აღიჭურვა.
არანაკლებად განახლებულია ინტერიერიც. „ბენტლის“ ინფორმაციით, სალონში 600 ახალი ნაწილია. წინა მოდელიდან მხოლოდ რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანმა დეტალმა გადმოინაცვლა. ყოველივეს მიუხედავად, მიუხედავად ახლებური გაფორმებისა, ახალი „ფლაინგ სპურის“ სალონი მაინც „ბენტლის“ ტიპიური ინტერიერია. ბრიტანული კომპანია მყიდველს ახალ სედანს სალონის ორი - ოთხ და ხუთადგილიანი კონფიგურაციით შესთავაზებს.


დამატებით ეკიპირებაში შევა მულტი-მედიური სპეციფიკაციები, რომელიც მოიცავს ლეპტოპებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს, რომლებიც ინტერნეტს ავტომობილში ჩამონტაჟებული უკაბელო სისტემით უკავშირდება. ამ სპეციფიკაციებში ასევე შედის ორი ათდუიმიანი თხევადკრისტალური მონიტორი, რომლებიც წინა სავარძლების საკისრეების უკანაა მხარესაა დამაგრებული.
ახალ ავტომობილს მამოძრავებელი ძალით „ბენტლის“ გაუმჯობესებული 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი W12 ძრავი ამარაგებს. ძრავის სიმძლავრე 616 ცხენის ძალაა (552 იყო), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 800 ნიუტონმეტრი (650 იყო). ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს ოთხივე კუთხეში 40:60 პროპორციით ანაწილებს. წინამორბედთან შედარებით, ახალი ავტომობილის სიმძლავრისა და წონის ფარდობა 14 პროცენტით არის გაუმჯობესებული. ადგილიდან ასის ასაკრეფად მას 4.3 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია.
ახალი „ფლაინგ სპურის“ გაყიდვას „ბენტლი“ ზაფხულში დაიწყებს.

No comments:

Post a Comment