Hyundai Blows the Covers Off Facelifted ix35 /
Tucson Ahead of Geneva
ეს კომპაქტური ქროსოვერი ევროპის ბაზარზე სამი წლის
წინ გამოვიდა და ამიტომ, კოსმეტიკურმა ცვლილებებმა მოუწია. გარდა ამისა, მისი ეკიპირება
უფრო მრავალფეროვანი გახდა და ძრავებიც დაიხვეწა. გარეგნულ სიახლეთა შორის პირველ
რიგში, წინა ბი-ქსენონური ფარების და თხევადკრისტალური გაბარიტული ფარების
გამოჩენაა სღსანიშნავი. შეიცვალა რადიატორის ბადის მოყვანილობა, რომელიც ისევ
შუაზეა გაყოფილი ბამპერის მსგავსი წარმონაქმნით, რომლის შუა ზედა ნაწილშიც
კომპანიის ლოგო ზის.
1 მარტი
ოთხი დღეც და ჟენევის 83-ე მოტორ შოუ გაიხსნება.
მასზე ბევრი სერიული და კონცეპტუალური ავტომობილის ხილვა იქნება შესაძლებელი.
თუმცა დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ავტომწარმოებლები თავიანთ სიახლეებს წინასწარ
გვაცნობენ, რითაც მათდამი ინტერესს აღვივებენ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ჰიუნდაია“,
რომელსაც ექსპო სენტერში რამდენიმე სიახლე ექნება, მათ შორის, სახეშეცვლილი ix35,
რომელიც ზგიერთ ბაზარზე „ტუსანის“ სახელითაა ცნობილი.
მანქანას ბორბლები გამოუცვალეს - ის ახალ, ალუმინის
ბორბლებზე დააყენეს. ცვლილებებია ინტერიერშიც. გაუმჯობესდა გასაწყობად გასაწყობილი
მასალების ხარისხი, დაიხვეწა მაჩვენებლების დაფის დიზაინი. სამწუხაროდ, კორეულ
კომპაიას თვალაჩინოებისთვის ინტერიერის ფოტოები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
კაპოტქვეშ სიახლეა ევროპაში შემუშავებული ბენზინის 2.0-ლიტრიანი
ძრავი GDI (გაზოლინ დაირექტ ინჯექშნ - ბენზინის უშუალო შეფრქვევით), რომლის
მონაცემებიც ჯერ საიდუმლოდ ინახება, თუმცა „ჰიუნდაი“ აცხადბს, რომ უფრო მძლავრი და
ეკონომიურია, ვიდრე იმავე ლიტრაჟის „თეტა-II“ აგრეგატი, რომელსაც ის ცვლის. ამ
უკანასკნელის სიმძლავრე 161 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, დზელის R აგრეგატი
აღიჭურვა სისტემით LP-EGR, რომელიც დაბალი წნევით გამობოლქვილი ნამწვი აირის
რეცირკულაციას ახდენს და ამით, საწვავის ბოლომდე დაწვას უწყობს ხელს.
დაბოლოს, „ჰიუნდაი ix35“ აღჭურვილია სისტემა „ფლექს
სტირით“, რომელიც მანქანის ნორმალურ, კომფორტულ და სპორტულ რეჟიმებში მართვის
შესაძლებლობას იძლევა.
No comments:
Post a Comment