Gilles Simon working on F1 engine for Honda
26 თებერვალი
როგორც ჩანს, ფორმულა ერთში „ჰონდას“ დაბრუნება
გადაწყვეტილია. გავრცელებული ინფორმაციით, იაპონური კომპანია, რომელმაც დიდი
პრიზების ცირკი 2008 წელს დატოვა (გლობალური ფინანსური კრიზისის გამო), უკვე
მუშაობს ახალ, V6 ტურბო ძრავზე, რომელიც შესაძლოა, 2014 წლიდან
„მაკლარენის“ მანქანებზე ვიხილოთ.
ეს თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც „რენომ“
თავისი V6 ტურბო აგრეგატი გაგვაცნო. პარიზში ჩატარებულ
პრეზენტაციაზე, ფრანგული კომპანიის წარმომადგენელმა ჟან-მიშელ ჟალინიემ განაცხადა,
რომ თითქმის გადაწყვეტილია, რომ 2014 წლიდან მის კომპანიას კლიენტი გუნდები მოაკლდება.
ამის მიზეზი კი, კონკურენტთა რაოდენობის გაზრდაა.
გერმანულენვან ინტერნეტ გამოცემა „სპიდუიკის“ მიერ
გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდას“ ძრავის პროექტზე, „ფერარის“ ძრავების
განყოფილების ყოფილი შეფი, მაროკოში დაბადებული ფრანგი ჟილ სიმონი მუშაობს,
რომელიც FIA-ს იმ სამუშაო ჯგუფს ედგა სათავეში, რომლის მიზანიც, ავტოსპორტში
ენერგიის ახალი წყაროებისა და გამეროსადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობის
შესწავლაა.
საინტერესოა ისიც, რომ FIA-დან წამოსვლის შემდეგ, სიმონი
სათავეში ჩაუდგა „ბრიტიშ ამერიკენ რეისინგის“ ყოფილი შეფის, კრეიგ პოლოკის პროექტ PURE-ს,
რომელიც ფ1-ში ძრავების მწარმოებლის სტატუსით ჩართვას გეგმავდა. მაგრამ მას შემდეგ,
რაც ეს პროექტი ჩაფლავდა, სიმონი ბრიტანეთში დარჩა და გავრცელებული ინფორმაციით, „ჰონდას“
პროექტში ჩაერთო.
No comments:
Post a Comment