Williams in best shape yet, reckons Pastor
Maldonado
26 თებერვალი
პასტორ მალდონადო ირწმუნება, რომ ის და „უილიამსი“
საუკეთესო ფორმაში არიან. ვენესუელელი მრბოლი საქებარ სიტყვებს არ იშურებს FW35-ის
მისამართით. ის ამბობს, რომ მანქანა ძალიან სწრაფი და რაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია, გამძლეა. ჟურნალმა „ავტოსპორტმა“მალდონადოს სთხოვა, შეადაროს
ახალი მანქანა წინა სეზონებისას, რაზეც პილოტმა მიუგო:
„ეს სხვა ისტორიაა, სრულიად განსხვავებული. ძალიან
კმაყოფილი ვარ მანქანის გამძლეობით. ძალიან ბევრი წრე გავიარეთ და ერთი პრობლემაც
კი არ შეგვქმნია. არადა, მანქანა სრულიად ახალია და პრობლემები ბუნებრივი
იქნებოდა. არ იფიქროთ, რომ ის წინა მანქანისგან მხოლოდ ცხვირით განსხვავდება. ეს
სრულიად ახალი მანქანაა და ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტესტების დროს რა
მონაცემებიც მოვიპოვეთ, ყველა პოზიტიურია“.
ესპანეთის შარშანდელი დიდი პრიზის გამარჯვებულმა
განაცხადა, რომ გუნდმა ჯერ მხოლოდ ზედაპირული მონაცემები მიიღო ახალ მანქანაზე.
ტელემეტრია აჩვენებს, რომ მანქანა კარგადაა მორგებული „პირელის“ ახალ საბურავებზე
და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადვილად შეიძლება მისი სხვადასსხვა
პარამეტრის ტრასების შესაბამისად მომართვა.
ვენესუელელი ასევე ამბობს, რომ სარბოლო
სიმულაციებისას შესრულებული პიტსტოპების რაოდენობა, დაგეგმილზე ნაკლები იყო.
თუმცა, ამას სატესტო პროგრამის სხვა პუნქტების შესრულება არ შეუფერხებია.
მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონას ტესტების შემდეგ, ის და გუნდი კმაყოფილები
არიან, მაინც ძნელია იმის თქმა, თუ რა დონეზე იმყოფება „უილიამსი“ სხვა გუნდებთან
შედარებით.
„აქ ყველა ამბობს, რომ მანქანა გაუმჯობესებულია და ახალ
სეზონზე დიდ იმედებს ამყარებენ. მე კი მხოლოდ იმას ვადარებ, რაც შარშან გვქონდა.
აშკარად უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენად უკეთესია? ეს ჩვენ არ ვიცით“, -
დასძენს მალდონადო.
No comments:
Post a Comment