26 თებერვალი
ქართველმა დიზაინერმა ალექს იმნაძემ, ვინც ამჟამად ტურინის
ევროპული დიზაინის ინსტიტუტში (IED) სწავლობს, კიდევ ერთი კონცეპტუალური
ავტომობილი შეიმუშავა. ამჯერად, საკურსო პროექტი. თუ ადრე მისი ინტერპრეტაციები „ფერარისა“
და „ლამბორგინის“ ეხებოდა, ახლა „ალფა რომეოს“ ჯერი დადგა. იმნაძის კონცეპტუალურ
მოდელს „ალფა რომეო 6C“ ეწოდება.
მილანური კომპანია ამ სახელით ავტომობილს დღეს არ
აწარმოებს. მაგრამ 1948 წელს აწარმოებდა. იმნაძემ შთაგონების ერთ-ერთ წყაროდ
სწორედ ის ავტომობილი გამოიყენა. პროექტი სასემესტროა და მასზე მუშაობისას, ქართველ
სტუდენტს „პინინფარინას“ ერთ-ერთი უფროსი დიზაინერი კურირებდა. გარდა ზემოთ
ნახსენები ავტომობილისა, იმნაძემ ასევე გამოიყენა „ალფა 8C-ს“ და „პინინფარინას“ კონცეპტუალური
„დუეტოტანტას“ ფორმები. ავტომობილის ძირითადი გაბარიტები კი „შევროლე კორვეტისა“
აიღო.
იმნაძის ჩანაფიქრით, მან შეიმუშავა ავტომობილი,
რომელსაც შეიძლება იტალიური მასკლ ქარი ეწოდოს. ბუნებრივია, ასეთი ავტომობილი, ამ
კლასის ლიდერების, „შევროლე კამაროს“ და „ფორდ მუსტანგის“ კონკურენტად მოიაზრება.
ლამბოს და ალფას კორპუსები ფაქტიურად იდენტურია მხოლოდ აბლიცოვკაა განსხვავებული მე არ მომწონს ეს არაა ალფას ფორმები
ReplyDelete