დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 26, 2013

„კრაისლერი“ სახელ „ჩეროკის“ დააბრუნებს


Chrysler revives Cherokee nameplate for Liberty replacement
26 თებერვალი

„კრაისლერის“ ჯგუფი პოპულარულ სახელ „ჩეროკის“ აღადგენს და მისით „ლიბერტის“ ჩაანაცვლებს, რომელმაც ვერაფრით მოიპოვა პოპულარობა. ამერიკულმა კომპანიამ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც ინტერნეტით ახალი „ჩეროკის“ ფოტოები, არაკორპორატიული არხებით გავრცელდა.

„კრაისლერს“ სურდა, რომ საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, სახელთან დაკავშირებული, მის მსოფლიო პრემიერამდე საიდუმლოდ შეენახა. პირველად კი ამ ავტომობილი ჩვენება ნიუ იორკის ავტო შოუზეა დაგეგმილი. მაგრამ ვებგვერდმა „იალოპნიკმა“ ამერიკული კომპანიის ტოლედოს ქარხანაში გადაღებული ფოტოები გაავრცელა, რომლებზეც სწორედ „ჩეროკი“ იყო ასახული.
ამის შემდგ, საიდუმლოს შენახვას აზრი აღარ ჰქონდა და თავად „კრაისლერმა“ რამდენიმე ხარისხიანი ფოტო გამოაქვეყნა. ამასთან, ავტომობილის სახელიც გაგვიმხილა. კომპანიაზკომპანიამ ისიც გვაუწყა, რომ ახალი „ჩეროკის“ გაყიდვები მესამე კვარტალში დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „ვრანგლერთან“ ერთად, „ჩეროკი“ ამერიკულ კომპანია „ჯიპის“ ყველაზე ცნობილი სახელებია. ადრე „ჯიპი“ კომპანია „ამერიკენ მოტორსის“ კუთვნილება იყო, შემდეგ კი „კრაისლერმა“ გამოისყიდა. „ჩეროკი“ საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილების სეგმენტის ერთ-ერთი პიონერია.
ცნობისათვის, „ჩეროკის“ წარმოება „კრაისლერმა“ 2001 წელს შეწყვიტა. მანამდე ამ სახელით ავტომობილებს ოცი წელი აწარმოებდა. „ლიბერტი“ კი წარმოებიდან შარშან მოხსნა, რამაც „ჯიპის“ გაყიდვების შემცირება გამოიწვია.

No comments:

Post a Comment