დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Tuesday, February 19, 2013

„ბენტლი კონტინენტალ ფლაინგ სპურ“ ჟენევურ პრემიერამდე

New Bentley Continental Flying Spur Photos Leaked
19 თებერვალი

ამ ავტომობილის ინტერნეტით გაცნობას „ბენტლი“ დღეს აპირებს, თუმცა ფოტოები და მწირი ინფორმაცია რამდნიმე საათით მაინც გავრცელდა და თუ ფოტოების ხარისხით ვიმსჯელებთ, ეს ბრიტანული კომპანიის ხელშეწყობით მოხდა. როგორც ჩანს, სიახლისადმი ინტერესის გასაღვივებლად, „ბენტლიში“ ფოტო ტიზერების გამოქვეყნების ნაცვლად, ინფორმაციის გაჟონვის (ერთ-ერთი რუსული ვებგვერდის მეშვეობით) მოწყობა ამჯობინეს.

„ფორდი“ პიკაპ „რეინჯერის“ შემცვლელს გამოუშვებს


Ford Pondering Ranger Replacement
19 თებერვალი
ორი წლის წინ, „ფორდმა“ კომპაქტურ პიკაპ „რეინჯერის“ წარმოება გააჩერა, რისი მიზეზიც, ამ კლასის პიკაპებზე მოთხოვნის შემცირება გახდა. მაგრამ მარკეტინგულმა გამოკვლევამ და კონკურენტთა წარმატებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ ბაზრის ეს სეგმენტი კვლავაც საინტერესოა. და როგორც გამოცემა „ქარ ენდ დრაივერი“ იუწყება, ცისფერი ოვალი „რეინჯერის“ ბაზარზე დაბრუნებას აპირებს.

„უილიამს FW35“ - ახალი მანქანა, მაღალი მიზნები

Williams last out with new car but aiming high
19 თებერვალი

ბოლო გუნდი, რომელმაც ახალი სეზონისთვის განკუთვნილი სარბოლი ავტომობილი გაგვაცნო, „უილიამსია“. ბრიტანულმა გუნდმა FW35-ის პრეზენტაცია ბარსელონას სარბოლ ტრეკზე, ტესტების მეორე სერიის დაწყებამდე, საქმიან ვითარებაში ჩაატარა. ეს სწორედ ის ტრასაა, რომელზეც გასულ სეზონში, ვენესუელელმა პასტორ მალდონადომ სახელოვან გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუპოვა.

Monday, February 18, 2013

„ნისანმა“ ევროპისთვის შექმნილი სუბკომპაქტური „ნოტი“ გაგვაცნო

Nissan Reveals New European Market Note Supermini
18 თებერვალი

„ნისანმა“ ინტერნეტით გაავრცელა თავის სუბკომპაქტურ მოდელ „ნოტის“ ფოტოების და ინფორმაცია, ავტომობილისა, რომელიც იაპონური ბაზრისთვის განკუთვნილი, ამავე სახელწოდების მქონე მეორე თაობის ავტომობილის ევროპული ანალოგია და რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.

„შევროლე SS“ - ბატკნის ტყავში გამოწყობილი მგელი

2014 Chevrolet SS Officially Unveiled, Gets 415HP 6.2-liter LS3 V8
18 თებერვალი

დიდი ხანია, „შევროლე“ უკანაამძრავიან სპორტულ სედანებს არ აწარმოებდა, მაგრამ ამ ბრენდის გლობალიზაციამ, ასეთი ჰალო ქარის გამოშვების აუცილებლობა, დღის წესრიგში დააბრუნა. „ჯენერალ მოტორსს“ კი შესანიშნავი ბაზისი გააჩნია ასეთი ავტომობილისთვის - ავსტრალიური „ჰოლდენ კომოდორ SS V-ის“ სახით. სწორედ ამ ავტომობილის ამერიკული ვერსია, სახელად „შევროლე SS“, გენერლებმა ახლახანს, ნასქარ-ის რბოლა დეიტონა 500-ის წინ, საზოგადოებას პირველად უჩვენა.

ნიკო ჰულკენბერგი „ზაუბერისთვის“ უზარმაზარი აქტივია

Nico Hulkenberg will be a 'huge asset' reckons Sauber F1 team
18 თებერვალი
ხერესის ტესტების შემდეგ, „ზაუბერი“ ძალიან კმაყოფილი დარჩა თავისი ახალი პილოტით - გერმანელი ნიკო ჰულკენბერგით, რომელსაც შვეიცარიული საჯინიბოს მთავარმა ინჟინერმა მეტ მორისმა „უზარმაზარი აქტივი“ უწოდა. თავის მხრივ, ჰულკენბერგი, ვინც „ზაუბერში“ „ფორს ინდიადან“ გადმოვიდა, ახალი მანქანით კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით კი ის ფაქტი აღნიშნა, რომ მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ადვილად სამართავია.

„როლს როისი“ ორი ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს


Rolls-Royce V16 roadster (2017) scoop
18 თებერვალი
პინინფარინა ჰაიპერიონი
ბრიტანულ ჟურნალ „ქარ-თან“ საუბრისას, „როლს როისის“ შეფმა ჰარალდ კრიუგერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მუდმივად ადევნებს თვალყურს კონკურენტების საქმიანობას და საპასუხო ქმედებებს განიხილავს. ეს ბაზრის ყველა იმ სეგმენტს ეხება, რომლებთანაც „როლს როისს“ შეიძლება შეხება ჰქონდეს. ამ ეტაპზე, კომპანია როდსტერის და უგზოობის ავტომობილის გამოშვების მიზანშეწონილებას განიხილავს. ორივე ავტომობილი V16 ძრავით აღიჭურვება.

„ფერარი F150“ დამოუკიდებელი დიზაინერის ვერსიით

Best speculative Ferrari Enzo successor rendering yet
18 თებერვალი

როგორი იქნება ლეგენდარული „ფერარი ენცოს“ შემცვლელი, რომელიც დღეს F150-ის სახელითაა ცნობილი?  ამ დღეებში ავტოსამყაროში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა. ახალი სუპერ ავტომობილის მსოფლიო პრემიერამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - მას ჟენევის მოტორ შოუზე ვიხილავთ. მანამდე კი იტალიურმა კომპანიამ ორი ფოტო ტიზერი გაავრცელა.

„რედ ბულის“ შეფი ვებერს თანაბარ პირობებს შეპირდა

Red Bull chief Dietrich Mateschitz assures Mark Webber of equality

18 თებერვალი
მარკ ვებერი და ჰელმუტ მარკო
კომპანია „რედ ბულის“ დამაარსებელი და თანამფლობელი დიტრიხ მატეშიცი ირწმუნება, რომ ახალ სეზონში, მარკ ვებერს ჩემპიონობისთვის ბრძოლის ისეთივე პირობები ექნება, როგორიც სებასტიან ფეტელს აქვს. არადა, ახლახანს მისმა მრჩეველმა ჰელმუტ მარკომ საქვეყნოდ განაცხადა, რომ ავსტრალიელ მრბოლს უჭირს იმ ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან გამკლავება, რაც ტიტულისთვის ბრძლას თან ახლავს ხოლმე.

Saturday, February 16, 2013

ჩინური „ქოროსის“ სიახლე ჟენევისთვის

Qoros Details New 3 Production Sedan and Cross Hybrid and Estate Concepts
16 თებერვალი
ჩინურ-ებრაული საავტომობილო კომპანია „ქოროსი“ სულ რამდენიმე თვის წინ დაარსდა, ჟენევის მოტორ შოუზე კი თავის პირველ სამ სერიულ ავტომობილს წარადგენს, რომელთა გაყიდვებსაც მალე ჩინეთის და შემდეგ ევროპის ბაზარზე შეუდგება. ამ სამიდან ერთი სედანია (სახელად 3 სედან), ერთი ჰიბრიდული ქროსოვერი, სახელად „3 ქროს ჰაიბრიდ“ და მესამე - უნივერსალი, სახელად „3 ესტეიტი“.

„ნისანმა“ მთელს მსოფლიოში 50 000-ზე მეტი „ლიფი“ გაჰყიდა

Nissan Sold Over 50,000 Leaf EVs Worldwide
16 თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ შარშან ამერიკის ბაზარზე ელექტრომობილ „ნისან ლიფის“ გაყიდვა შემცირდა, ამ ავტომობილმა მაინც მნიშვნელოვანი ზღვარი გადალახა - მთელ მსოფლიოში ის უკვე 50 000-ზე მეტია გაყიდული. ეს კი ნიშნავს, რომ ეს არის ელექტრომობილების ბესტსელერი.

„ჩრეოსი“ - მალტური კომპანიის სუპერ ელექტრომობილი

Maltese Power Company Imagines New Chreos Electric Luxury Sedan that Hits 100km/h in 2.9s
16 თებერვალი

საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების დაბრუნებას, მრეწველობის ამ სფეროთი იმ კომპანიების დაინტერესებაც გამოიწვია, რომლებსაც ადრე ავტომობილების წარმოებასთან არაფერი აკავშირებდა. ბაზარზე ახალი, მეტად პერსპექტიული სეგმენტის გამოჩენით, ბევრ კომპანიას გაუჩნდა ამ სფეროში დამკვიდრების შანსი. და ისინიც, ამ შანსის გამოყენებას ცდილობენ.

Friday, February 15, 2013

კონცეპტუალური „ალფა გლორია“ ჟენევური პრემიერისთვის ემზადება

Alfa Romeo Gloria Concept is an Audi A5 Sportback-Sized Sports Sedan, Debuts in Geneva
15 თებერვალი
„ალფა რომეო“ „ფიატისა“ და „კრაისლერის“ ჯგუფის მეორე პრობლემური წევრია „ლანჩას“ შემდეგ. მის გაჭიანურებულ კრიზისს ბოლო არ უჩანს. ამის გამო, მილანურ კომპანიას თვალი „ფოლკსვაგენის“ ჯგუფმაც კი დაადგა. მართალია, ტურინელთა გურუ სერჯო მარკიონე „ალფას“ ასე ადვილად არ შეელევა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეს კომპანია „ფიატს“ მძიმე ტვირთად აწევს და ის სრულიად იტალიის ტკივილად იქცა - არავის უნდა სახელოვანი ბრენდის წარსულში დატოვება. მითუმეტეს, ამას ბევრი ადამიანის უმუშევრობა მოჰყვება.

Thursday, February 14, 2013

„მაზდა“ ახალ RX-7-ს გამოუშვებს

Paging Mazda: The New RX-7 is Long Overdue
14 თებერვალი

„მაზდას“ ჰიროშიმას ცენტრში, გამალებით მუშაობენ ახალ სპორტულ ავტომობილზე, რომელიც როტორული ძრავით უნდა აღიჭურვოს. თუმცა, იაპონური კომპანიის სპორტული ავტომობილების შტოს შეფ ნობუჰირო იამამოტოს ნათქვამი აქვს, რომ ახალი ავტომობილი, რომელსაც ახალ RX-7-ად მოიხსენიებს, ბაზარზე მხოლოდ 2017 წელს გამნოჩნდება. საავტომობილო სამყაროში ოთხი წელი მთელი ეპოქაა. ამ დროში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

„ჰიუნდაი HCD-14 ჯენეზისი“ - ახალი „ჯენეზისის კონცეპტუალური სახე

Hyundai's HCD-14 Concept Hints at the Design of the 2014 Genesis Sedan
14 თებერვალი
დეტროიტის მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი, „ჰიუნდაის“ კონცეპტუალური ავტომობილი, HCD-14 იყო, რომელიც კორეულმა სპორტული სედანის სტილში შეასრულა და რაც მთავარია, რომლის სტილის ელემენტებსაც, მეორე თაობის საშუალო ზომის „ჯენეზისზე“ ვიხილავთ, ავტომობილზე, რომლის ბაზარზე გამოჩენაც მომავალ წელსაა მოსალოდნელი.