Nissan Reveals New European Market Note Supermini
18 თებერვალი
„ნისანმა“ ინტერნეტით გაავრცელა თავის სუბკომპაქტურ
მოდელ „ნოტის“ ფოტოების და ინფორმაცია, ავტომობილისა, რომელიც იაპონური ბაზრისთვის
განკუთვნილი, ამავე სახელწოდების მქონე მეორე თაობის ავტომობილის ევროპული ანალოგია
და რომლის პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.
წინამორბედისგან განსხვავებით, ახალი „ნოტი“ უფრო ჰეჩბეკს
ჰგავს, ვიდრე მინივენს. „ნისანი“ იმედოვნებს, რომ ასეთი სახეცვლილებით, ეს
ავტომობილი რეალურ კონკურენციას გაუწევს ისეთ პოპულარულ ავტომობილებს, როგორებიცაა
„ფორდ ფიესტა“, „ოპელ კორსა“ და „ფოლკსვაგენ პოლო“.
ევროპული ბაზრისთვის „ნოტს“, რომელიც „მიკრას“
პლატფორმაზეა ბაზირებული, ბრიტანეთში გამოუშვებენ. ის ამავე სახელის მქონე
ავტომობილებისგან, რომლებიც დანარჩენ მსოფლიოში, მათ შორის იაპონიაში იყიდება, გარეგნულადაც
და აღჭურვილობითაც განსხვავებულია. ამასთან, განსხვავება მცირეა გარეგნულად და
გაცილებით მეტი - სალონში, სადაც პრემიუმ მიდრეკილებას იგრძნობთ.
ევროპული „ნოტი“, თავისი ამერიკელი და იაპონელი
სეხნიებისგან საკიდარით, საჭის მექანიზმით, შასის ცალკეული ელემენტებითაც
განსხვავდება. ამასთან, ის ისეა მომართული, რომ გაუმჯობესებული აქვს მართვადობა, მდგრადობა,
კომფორტი და ხარისხი. საერთო ჯამში, ავტომობილი უფრო სპორტული ხასიათისა გამოვიდა.
რაც შეეხება ძრავების გამას, მასში ბენზინის ორი და
დიზელის ერთი აგრეგატი შევიდა. ბენზინის ძრავები ორივე 1.2-ლიტრიანი
სამცილინდრიანია, რომელთაგან ერთი ვერსია ატმოსფერულია, მეორე კი -
ტურბოკომპრესორიანი. პირველი 79 ცხენის ძალას და 110 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს,
მეორე კი - 97 ცხენის ძალას და 142 ნიუტონმეტრს. ამასთან, უფრო ძიერი ძრავით
აღჭურვილ „ნოტს“ (მექანიკური კოლოფით აღჭურვილს) 100 კილომეტრის გასავლელად 4.3
ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 99 გრამ
ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
კიდევ უფრო ეკონომიურია დიზელის ძრავი. მისი მუშა
მოცულობა 1.5 ლიტრია, ცილინდრების რიცხვი - ოთხი. ძრავს ტურბო კომპრესორი
ემსახურება. ამ აგრეგატით აღჭურვილი „ნოტი“ 100 კილომეტრს 3.6 ლიტრით გაივლის,
ყოველ კილომეტრზე კი ატმოსფეროს 78.5 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს.
ახალი „ნისან ნოტის“ წარმოებას სანდერლენდის (ბრიტანეთი)
ქარხანა ზაფხულში დაიწყებს, მიწოდება კი შემოდგომაზე დაიწყება.
No comments:
Post a Comment