დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Monday, February 18, 2013

ნიკო ჰულკენბერგი „ზაუბერისთვის“ უზარმაზარი აქტივია

Nico Hulkenberg will be a 'huge asset' reckons Sauber F1 team
18 თებერვალი
ხერესის ტესტების შემდეგ, „ზაუბერი“ ძალიან კმაყოფილი დარჩა თავისი ახალი პილოტით - გერმანელი ნიკო ჰულკენბერგით, რომელსაც შვეიცარიული საჯინიბოს მთავარმა ინჟინერმა მეტ მორისმა „უზარმაზარი აქტივი“ უწოდა. თავის მხრივ, ჰულკენბერგი, ვინც „ზაუბერში“ „ფორს ინდიადან“ გადმოვიდა, ახალი მანქანით კმაყოფილი დარჩა. განსაკუთრებით კი ის ფაქტი აღნიშნა, რომ მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობისას ადვილად სამართავია.

„ნიკოსთან ცოტა ხნით „უილიამსში“ ვიმუშავე და პირადად დავრწმუნდი, რომ ის არამხოლოდ სწრაფი, არამედ საზრიანი პილოტიცაა. მას კარგად ესმის ინჟინრების და მათ სასარგებლო ინფორმაციასაც აწვდის. მოკლედ, ის ჩვენი გუნდისთვის შეუფასებელი აქტივია“, - ამბობს მორისი.


ამასთან, ის დასძენს, რომ გარკვეული პრობლემები შეიქმნა, როდესაც გუნდი ჰულკენბერგისთვის მანქანის კოკპიტის მორგებას ცდილობდა. ამის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ ჰულკი დაახლოებით 10 სანტიმეტრით მაღალია სერხიო პერესზე. მექსიკელი პილოტი კი „ზაუბერის“ გასული სეზონის პილოტებს (მეორე იაპონელი კამუი კობაიაში იყო) შორის უფრო მაღალია.
„ჩვენთვის სერიოზული გამოწვევა გახდა კოკპიტში ნიკოს ჩატევა. შასის შემუშავება ზაფხულში დავიწყეთ, როდესაც არც ვიცოდით, რომ ნიკო ჩვენი პილოტი გახდებოდა. საბოლოოდ, კოკპიტი მას მოვარგეთ, თუმცა მისთვის სპეციალური ფეხსაცმლის შემუშავებამ მოგვიწია. მთავარია, რომ ის კმაყოფილია“, - ყვება მორისი.
ის კმაყოფილია ჰულკენბერგის მექსიკელ თანგუნდელ ესტებან გუტიერესითაც, ვინც გასულ სეზნში „ზაუბერის“ სარეზერვო პილოტი იყო და ამ სეზონში ფ1-ის დებიუტანტი იქნება: „ესტებანი უდაოდ სწრაფია. მას ბევრი რამ აქვს სასწავლი და ძალიან კარგია, რომ ამისათვის მზადაა. ის უამრავ კითხვას სვამს და უნდა, რომ ყველაფერში უშუალოდ იყოს ჩართული. და მართვისას მანქანას სულ უფრო ახლოს ეცნობა, რაც სწრაფი პროგრესისთვის გამოადგება“.

No comments:

Post a Comment