Paging Mazda: The New RX-7 is Long Overdue
14 თებერვალი
„მაზდას“ ჰიროშიმას ცენტრში, გამალებით მუშაობენ
ახალ სპორტულ ავტომობილზე, რომელიც როტორული ძრავით უნდა აღიჭურვოს. თუმცა, იაპონური
კომპანიის სპორტული ავტომობილების შტოს შეფ ნობუჰირო იამამოტოს ნათქვამი აქვს, რომ
ახალი ავტომობილი, რომელსაც ახალ RX-7-ად მოიხსენიებს, ბაზარზე მხოლოდ 2017 წელს
გამნოჩნდება. საავტომობილო სამყაროში ოთხი წელი მთელი ეპოქაა. ამ დროში ბევრი რამ
შეიძლება შეიცვალოს.
ბოლო წლებში, სულ უფრო მეტი მასობრივი მწარმოებელე
იწყებს სპორტული ავტომობილების წარმოებას. „მაზდამ“ კი, ორი წლის წინ, RX-9-ს
წარმოება შეწყვიტა და ამგვარად, მისი გამიდან სპორტული ავტომობილები გაქრა. სხვათა
შორის, მსგავს სიტუაციაში იყო „ტოიოტაც“, რომელმაც ეს ნაკლი შარშან, „სუბარუს“
პარტნიორობით გამოასწორა.
„ტოიოტამ“ თავისი GT86-ით და ჰიუნდაიმ“ ასიმეტრიული
კუპე „ველოსტერით“, მედიისგან იმაზე მეტი ყურადღება მიიქციეს, ვიდრე ისეთი
ბესტსელერებით, როგორებიცაა „აურისი“, „კოროლა“ და „ქემრი“, ასევე „სონატა“ და „ელანტრა“.
„ლექსუსი“ ყოველ წარმოებულ 500 LFS-ზე სოლიდურ თანხას კარგავს, მაგრამ ბრენდს ეს
ავტომობილი იმიჯისთვის სჭირდება და მის წარმოებას არც შეწყვეტს. ავტომობილი,
რომელიც „ფერარის“, „ლამბორგინის“ და „პორშეს“ კონკურენტად მოიაზრება, „ლექსუსისთვის“
სტრატეგიული პროდუქტია. და მისგან მიღებული ხეირი არც დოლარში გამოიხატება, არც
იენში და არც ევროში. სხვათა შორის, თავისი RX-7-ით, ერთ დროს, „მაზდა“ „პორშეს“
კონკურენტთა შორის იყო.
იგივე მოტივი ამოძრავებდა „ნისანის“ მთავარ
აღმასრულებელ კარლოს გონს, როდესაც ახალი GT-R-ის წარმოების გადაწყვეტილება მიიღო. იაპონური
კომპანია ამ შესანიშნავ ავტომობილს ძალიან მცირე რაოდენობით აწარმოებს, მაგრამ ალბათ
გახსოვთ, რომ მისი მეშვეობით, ნურბურგრინგის ტრეკზე, თვით „პორშე 911 ტურბოს“
უწევს კონკურენციას და დამსახურებულად მოიპოვა სუპერ ავტომობილის სტატუსი.
„ჯენერალ მოტორსი“ თანხებს არ ზოგავს ახალი „შევროლე
კორვეტ სტინგრეის“ რეკლამისთვის, ავტომობილისა, რომელსაც წლიურად მხოლოდ რამდენიმე
ასეულს დაამზადებს. ამით კი მოგებული მისი ყველაზე გლობალური მარკა - შევროლე“
დარჩება. მალე „ალფა რომეო“ პატარა შუაძრავიან სპორტულ მოდელ 4C-ს წარმოებას
დაიწყებს, რომელსაც წლიურად მხოლოდ 2 500 ცალს დაამზადებს. შესაბამისად, მისგან დიდ
მოგების მიღების იმედი არც უნდა ჰქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ, ამ ავტომობილით,
ამერიკის ბაზარს, მრავალწლიანი არყოფნის შემდეგ დაუბრუნდება. იგივე როლი აქვს „კრაისლერისთვის“
ახალ „SRT ვაიპერს“.
მოკლედ,
„მაზდას“ სპორტული ავტომობილი ჰაერივით სჭირდება. RX-7 შესანიშნავი ჰალი ქარი
შეიძლება გახდეს. მითუმეტეს, ვანკელის როტორული ძრავით - ეს ის ტექნოლოგიაა,
რომლის ათვისებაშიც „მაზდა“ მსოფლიო ლიდერია. ცოტა ხნის წინ, ჰიროშიმელებმა ამ
ტექნოლოგიის განვითარება ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნიეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც
სპორტული ავტომობილებიც აითვალწუნეს. მაგრამ დრო შეიცვალა და იაპონურმა კომპანიამაც
თავის პრიორიტეტებს გადახედა. სხვა თუ არაფერი, ვანკელის ძრავით აღჭურვილი
სპორტული პროტოტიპით (787B),
„მაზდამ“ 1991 წლის ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო...
No comments:
Post a Comment