New Land Rover Discovery Sport to be Built at
Halewood Plant in the UK
30 ივნისი
„ლენდ როვერი“ თავის სრულიად ახალ ავტომობილს, სახელად
„დისქავერი სპორტი“, ლივერპულის მახლობლად, ჰელივუდის ქარხანაში გამოუშვებს,
რომლის გადაიარაღებასაც 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოახმარა. ახალი
ავტომობილის შეუფერხებლად წარმოებისთვის, ქარხანაში დამატებით 250 ახალ თანამშრომელს
აიყვანენ, რის შემდეგაც, იქ დასაქმებულთა რაოდენობა 4 750-ს მიაღწევს, ეს კი
სამჯერ მეტია, ამავე ქარხანაში 2010 წელს მომუშავეთა რაოდენობაზე.
ამჟამად ჰელივუდის ქარხანაში, „იაგუარ ლენდ როვერის“
ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ავტომობილს, „რეინჯ როვერ ევოუკს“ აწარმოებენ. ამ
ავტომობილის წარმოების დაწყებამდე, ბრიტანულმა კომპანიამ ამავე ქარხანაში 300
მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია გაიღო. ეს ქარხანა დღე-ღამეში 24 საათის
განმავლობაში მუშაობს და ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე სრულად დატვირული ქარხანაა.
ცნობისათვის, ჰელივუდის ქარხანა „ფორდ ანგლიამ“ 1963
წელს ააშენა. 1997 წელს იქ „ფორდ ფოკუსის“ გამოშვება დაიწყეს, რომელიც სრულიად
ახალი ავტომობილი იყო. შემდეგში ქარხანა „იაგუარის“ ხელში გადავიდა, რომელმაც ასევე
უახლესი, „მონდეოზე“ ბაზირებული მოდელ „X-ტაიპის“ წარმოება დაიწყო. 2005 წელს
ქარხანა „ლენდ როვერმა“ გადაიბარა, რომელმაც იქ მეორე თაობის „ფრილენდერი“ გამოუშვა
და მას კვლავაც აწარმოებს. სწორედ ამ ავტომობილს შეცვლის „დისქავერი სპორტი“,
რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოვა და ეს იქნება „დსქავერის“ ოჯახის პირველი წევრი.
„ძალიან მიხარია, რომ ახალი ინვესტიციებისთვის ჰელივუდი
და მასთან ერთად ლივერპული შევარჩიეთ. ეს სრულიად ლოგიკური ნიბიჯი იყო, რომელიც „იაგუარ
ლენდ როვერს“ ამ შესანიშნავ ქალაქთან კიდევ უფრო აახლოებს“, - განაცხადა „იაგუარ
ლენდ როვერის“ მთავარმა აღმასრულებელმა, დოქტორმა რალფ შპეტმა.
No comments:
Post a Comment