2015 Ford Mustang will tell authorities how you
crashed and if you were belted
30 ივნისი
ახალი „მუსტანგი“ არამარტო ახალი გარეგნობით და
უკეთესი მახასიათებლებით გამოირჩევა, არამედ მის კონსტრუქციაში 15 ისეთი სიახლეა
გამოყენებული, რომლებიც ცისფერმა ოვალმა დააპატენტა. არის ისეთი სიახლეებიც,
რომლებიც „მუსტანგზე“ პირველად დაინერგება. ერთ-ერთი ასეთი სიახლეა სისტემა „911
ესისტი“, რომელიც ინციდენტის შემთხვევაში, ზედმიწევნით იწერს მოვლენათა
თანმიმდევრობას. ეს არის სისტემა „სინკ-ის“ შემადგენლი ნაწილი, რომლითაც „ფორდმა“
უკვე თავისი 7 მილიონზე მეტი ავტომობილი აღჭურვა.
ამ სისტემის წყალობით, როგორც კი უსაფრთხოების რომელიმე
აირბალიში გაიხსნება, „911 ესისტი“ თავისით უკავშირდება 911-ის ადგილობრივ
ოპერატორს და მომხდარი ინციდენტის შესახებ ატყობინებს. იმავდროულად, სისტემა GPS-ის
დახმარებით დამოუკიდებლად ადგენს ინციდენტის კოორდინატებს და 911-ს ატყობინებს,
რათა სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახური დროულად მივიდეს ადგილზე.
გარდა ამისა, სისტემას 911-თვის იმის შეტყობინებაც
შეუძლია, თუ რა ხარისხის ავარია მოხდა, რომელი მხრიდან მოხდა შეჯახება, რამდენად
ძლიერი იყო დარტყმა და ასე შემდეგ. სიტუაციის შეფასებისას, სისტემას ეხმარება
უსაფრთხოების ღვედბში მოთავსებული სენსორები, რომლებიც ღვედების დაჭიმვის
სისწრაფეს აფიქსირებენ.
ამასთან, სისტემის მზადყოფნაში მოსაყვანად საჭიროა,
რომ მფლობელმა თავისი ტელეფონი სისტემა „სინკთან“ დააკავშიროს. იმ შემთხვევაში, თუ
აირბალიში ამუშავდება, ან საწვავი გაჟონავს, სისტემა ტელეფონში ჩატვირთავს მოკლე
შეტყობინებას და 911-ის სამსახურს გაუგზავნის. ამ შეტყობინების მიღების შემდეგ, ოპერატორი
GPS-ის
გამოყენებით თავად დაადგენს ინციდენტის ადგილს.
გადაცემული
ინფორმაცია მრავალფეროვანია. ის იტყობინება შეჯახების ხასიათის მონაცემებს. მაგალითად,
წინიდან მოხდა, გვერდიდან, თუ მანქანა გადაყირავდა, დაჭიმული იყო თუ არა ღვედები, შეჯახება
ერთხელ მოხდა, თუ მრავალჯერადი იყო, გაიშალა თუ არა აირბალიშები და სხვა. დაკიდევ,
ავარიის შემდეგ ირთვება ხმოვანი შეტყობინებების არხი და მანქანაში მყოფებს, საგანგებო
სიტუაციების სამსახურთან საუბარიც შეუძლიათ. ამგვარად, სასწრაფო დახმარების
სამსახური ადგილზე მისვლამდე გაიგებს, თუ რა ტიპის ტრავმა შეიძლება მიეღოთ ინციდენტში
მოყოლილ მგზავრებს.
No comments:
Post a Comment