Rallying-Ogier increases lead with Poland triumph
29 ივნისი
სებასტიან ოჟიემ ამ სეზონში მეხუთე რბოლა პოლონეთში
მოიგო და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ზედიზედ მეორე ტიტულისკენ. ის ახლა უკვე 51 ქულას
უგებს უახლოეს მდევარს, ფინელ თანაგუნდელ იარი-მატი ლატვალას, რომელმაც პოლონური ეტაპი
(ბოლო ხუთ წელიწადში პირველად გაიმართა) მეხუთე ადგილზე დაასრულა.
მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს მეტოქეებთან გამოკვეთილი
უპირატესობა ჰქონდა - 22 სპეცმონაკვეთიდან 10 მოიგო და საბოლოოდ, წუთით და 7.7
წამით აჯობა მეორეზე გასულ ნორვეგიელ თანაგუნდელ ანდრეას მიკელსენს. ამას შაბათის
სპეც მონაკვეთებზე მუხრუჭები გაუჭირვეულდა, მერე კი შეცდომაც დაუშვა და გამარჯვების
შანსიც დაკარგა.
რბოლის მეორე დღეს პრობლემები ლატვალასაც ჰქონდა,
რომელსაც საკიდარი დაუზიანდა და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. მან მესამე დღის
დასაწყისშვე შეძლო ორი ადგილით წინ წაწევა და კვარცხლბეკისთვისაც იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ
0.7 წამი დააკლდა მეოთხე ადგილამდ, რომელიც მიკო ჰირვონენმა დაიკავა.
მესამეზე ბელგიელი ტიეტი ნოივილი გავიდა, რომელიც
გამარჯვებულს ორ წუთზე მეტით ჩამორჩა. სხვათა შორის, პირველ დღეს მასაც მუხრუჭების
პრობლემები ჰქონდა და მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა, თუმცა შაბათს უკვე მესამე
ადგილამდე დაწინაურდა, რაშიც ხელი მეტოქეთა უიღბლობამაც შეუწყო.
რალის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი 13 ეტაპისგან
შედგება, რომელთაგან მერვეს ივლისის ბოლოს ფინეთი უმასპინძლებს.
პოლონეთის რალი
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 2:34:02.000
2. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) +01:07.700
3. ტიერი ნოივილი (ბელგია, ჰიუნდაი) 02:13.500
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი) 02:32.400
5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 02:33.100
6. იუჰო ჰაენინანი (ფინეთი, ჰიუნდაი) 02:49.900
7. კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 04:27.900
8. ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 04:32.100
9. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) 04:59.000
10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 06:11.300
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე - 166 ქულა; 2. იარი-მატი
ლატვალა - 115; 3. ანდრეას მიკელსენი - 83; 4. მადს ოსტბერგ (ნორვეგია, სიტროენი) -
66; 5. მიკო ჰირვონენი - 52; 6. ტიერი ნოივილი - 47; 7. კრის მიკი - 38; 8. ელფინ
ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) - 36; 9. მარტინ პროკოპი - 31; 10. ჰენინგ სოლბერგი - 24...
კონსტრუქტორთა თასი
1.
ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 227 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ აბუ დაბი WRT - 109; 3. M-სპორტ
WRT - 78; 4. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 64; 5. ჰიუნდაი შელ WRT - 57; 6. ჯიპოქარ
ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 32; 7. RK M-სპორტ WRT - 18; 8. ჰიუნდაი მოტორსპორტ N – 4; 9. სლოვაკია
WRT
- 0
No comments:
Post a Comment