Report Says McLaren P13 will have 450HP and a
£120,000/€140,950 Sticker Price
25 ოქტომბერი
„მაკლარენმა“ ახლახანს დაიწყო თავის ფლაგმან სუპერ
ავტომობილ P1-ის წარმოება და მაშინვე მთელი ყურადღება მესამე ავტომობილის, ყველაზე
ხელმისაწვდომი P13-ის მომზადებაზე გადაიტანა. P13-ს ხშირად „პორშე 911-ის“ კონკურენტად
მოიხსენიებენ და როგორც ბრიტანული კომპანია აღიარებს, ეს მის გამაში ყველაზე
მნიშვნელოვანი ავტომობილი იქნება, რადგან მას „მაკლარენის“ მომავალ ბესტ სელერად
მოიაზრებენ.
გამოცემა „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით,
შუაძრავიანი „მაკლარენ P13-ის“ ფასი 120 000 გირვანქა სტერლინგიდან დაიწყება, რაც
დაახლოებით 140 000 ევროს და 194 000 დოლარის ტოლფასია. ჟურნალის მიერ მოპოვებული
ინფორმაციით, ავტომობილი 3.8-ლიტრიანი V8 ტურბო ძრავით აღიჭურვება, რომელსაც
„მაკლარენი“ თავის ორ სხვა სუპერ ავტომობილზე იყენებს. ოღონდ, ამ შემთხვევაში
სიმძლავრე „მხოლოდ“ 450 ცხენის ძალა იქნება.
მცირე გაბარიტებისა და კარბონის კომპოზიტის
კონსტრუქციის წყალობით, P13 გაცილებით მსუბუქი იქნბა 12C-ზე, რომელიც 1 434
კილოგრამს იწონის. ამგვარად, ის თავის უშუალო კონკურენტ „პორშე 911 ტურბოზე“ (1
600 კილოგრამი) მსუბუქიც იქნება. სავარაუდდ, ამის წყალობით, ბრიტანულ სუპერ
ავტომობილს გერმანულ კონკურენტზე უკეთესი ტემპერამენტიც უნდა ჰქონდეს. ცნობისათვის,
„პორშე 911 ტურბოს“ ადგილიდან ასის აკრეფა 3.4 წამში შეუძლია.
გარეგნულად, P13 „მაკლარენის“ ფლაგმან P1-ის
მსგავსი იქნება. ამასთან, პატარა „მაკს“ 12C-ზე მოკლე ბაზა უნდა ჰქონდეს, თუმცა მის
ბაზისად სწორედ 12C-ს კარბონის მონკოკს გამოიყენებენ, რომელიც ძრავის მსგავსად, „მაკლარენის“
ყველა ავტომობილისთვის საზიარო უნდა იყოს.
იმავე
„ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, „მაკლარენ P13-ის“ შემუშავების პროცესის ძირითადი ნაწილი
დასრულებულია და ავტომობილი უკვე დიდი ხანია, საგზაო გამოცდებს გადის (ფოტოზე).
მისი პრემიერა მომავალი წლის მეორე ნახევარში გაიმართება. ბაზარზე კი ის 2015 წელს
გამოვა.
No comments:
Post a Comment