Ford Trademarks “Mach 1” Name For 2015 Mustang
25 ოქტომბერი
„ფორდი“ თავის საწარმოო პროგრამაში ლეგენდარულ სახელ „მახ 1-ს“ აბრუნებს, რომელსაც მეექვსე თაობის „მუსტანგისთვის“ გამოიყენებს. ცისფერმა ოვალმა შეერთებული შტატების პატენტების სააგენტოში ამ სახელის კუთვნილებაზე განაცხადი ერთი წლის წინ შეიტანა და მალე პასუხსაც (სავარაუდოდ, დადებითს) ელის.
ჯერჯერობით უცნობია, „მუსტანგის“ ვერსია „მახ 1-ის“
გამოშვება როდისთვის იგეგმება. ფაქტია, რომ ბაზარზე ჯერ ახალი „მუსტანგიც“ არ
გამოსულა. უფრო მეტიც, ჯერ თითზე ჩამოსათვლელია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ამ
ავტომობილის ფორმა უნახავთ. რა თქმა უნდა, არც ის იცის ვინმემ, რა დონის მოდიფიკაცია
ჩაუტარდება „მუსტანგს“ იმისათვის, რომ მას მეტსახელად „მახ 1“ უწოდონ.„ფორდი“ თავის საწარმოო პროგრამაში ლეგენდარულ სახელ „მახ 1-ს“ აბრუნებს, რომელსაც მეექვსე თაობის „მუსტანგისთვის“ გამოიყენებს. ცისფერმა ოვალმა შეერთებული შტატების პატენტების სააგენტოში ამ სახელის კუთვნილებაზე განაცხადი ერთი წლის წინ შეიტანა და მალე პასუხსაც (სავარაუდოდ, დადებითს) ელის.
„ფორდის“ ინკოგნიტო წარმომადგენელი ირწმუნება, რომ ახალი
„მუსტანგის“ ტოპ ვერსია „შელბი GT500-ის“ ნაცვლად, სწორედ „მახ 1-ს“ გამოუშვებენ. მისივე
თქმით, ახალი „მუსტანგის“ სპეციალური ვერსიების მომზადებაში „შელბი ემერიკენი“ მონაწილეობას
აღარ მიიღებს.
რაც შეეხება „მუსტანგ მახ 1-ს“, ის მყიდველს პირველად
1969 წელს შესთავაზეს. ეს იყო V8 ძრავით აღჭურვილი ავტომობილი, რომელსაც ხუთი წლის
განმავლობაში აწარმოებდნენ. სახელი „მახ 1“ მეოთხე თაობის „მუსტანგზე“ დაბრუნდა და
ახლა მეექვსე თაობისაზე ბრუნდება, რომელსაც პირველად დეკემბერში გვიჩვენებენ.
No comments:
Post a Comment