UPDATE 1-Motor racing-Vettel dominates Indian GP
practice
25 ოქტომბერი
მეორე პრაქტიკაზე, ერთბაშად შვიდმა პილოტმა შეძლო სებასტიან
ფეტელის მიერ პირველ პრაქტიკაზე დაფიქსირებული დროის გაუმჯობესება, თუმცა თავად
გერმანელმაც მოუმატა ტემპს და საბოლოოდ, ერთადერთმა შეძლო „ბუდ-ის“ წრის 1:26-ზე ნაკლებში
გავლა. მარკ ვებერიც ამ ზღვართან ახლოს გაჩერდა. „რედ ბულისთვის“ მთავარი კი ისაა,
რომ მისმა ორივე პილოტმა ისევ ორი საუკეთესო დრო აჩვენა.
საინტერესოა, რომ რაც ნიუ დელის მახლობლად, ეს
ტრასა აშენდა, მასზე ჩატარებულ ყველა თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დრო მხოლოდ
ერთ პილოტს აქვს. დიდი მისნობა არ სჭირდება იმის გამოცნობას, თუ ვინაა ეს პილოტი.
ამ ჰეგემონიის გასაგრძელებლად, მან კვალიფიკაციის წინა პრაქტიკაც უნდა მოიგოს.
თუმცა, საერთო ჯამში, ეს მაინც არაფრის მომცემია.
ამჯერად მეხუთე დრო ჰქონდა ფერნანდო ალონსოს, ვისაც
რბოლის პირველ ან მეორე ადგილზე დასრულება სჭირდება იმისათვის, რომ ფეტელის მეოთხე
ჩემპიონობა აბუ დაბიმდე გადაიდოს. ამასთან, თუ ალონსო მოიგებს, ფეტელი მეხუთზე
ადგილზეც ვერ უნდა გავიდეს, რომ ტიტული ვერ გაინაღდოს. თუ ალონსო მეორეზე გავა,
მაშინ ფეტელმა მერვე ადგილიც ვერ უნდა დაიკავოს...
მოკლედ,
ფეტელს დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ფ1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ოთხგზის
ჩემპიონი გახდეს. ამასთან, ის გახდება პირველი, ვინც თავისი პირველი ოთხი ტიტულის ზედიზედ
მოგებას შეძლებს. მოკლედ, მიხაელ შუმახერის მიღწევების გაუმჯობესება უკვე
დაწყებული აქვს...
ინდოეთის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:25.722
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:26.011
3. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:26.220
4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:26.399
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:26.430
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:26.582
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:26.601
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:26.632
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი) 1:26.857
10. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:26.972
11. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:27.304
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) 1:27.375
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:27.429
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი) 1:27.491
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:27.608
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:27.720
17. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:27.949
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო) 1:28.431
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:28.692
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:28.799
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი) 1:29.366
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია) 1:30.164
No comments:
Post a Comment