Ford, DOE help fund new $8M EV battery lab at
University of Michigan
16 ოქტომბერი
საავტომობილო ინდუსტრიაში ელექტრული ტრენდი ძლიერდება
და მალე ის კომპანიები მიიღებენ უპირატესობას, რომლებიც უკეთესი მახასიათებლების
მქონე ელემენტებით აღჭურვავენ თავიანთ ავტომობილებს. ამის გამო, ელექტრული
ამბიციის მქონე ყველა ავტომწარმოებელი, შესაბამისი გამოცდილების მქონე პარტნიორს
ეძებს და არც ინვესტიციებს იშურებს ახალი ტექნოლოგიების შესამუშავებლად.
ამ მხრივ, გამონაკლისი არც „ფორდია“, რომელმაც
გამოაცხადა, რომ დააფინანსებს მიჩიგანის უნვერსიტეტის ქიმიის ახალ ლაბორატორიას,
რომლის მიზანიც, ელემენტებისთვის საჭირო ახალი ქიმიური შენაერთების და ახალი ელემენტების
კონცეპციების შემუშავებაა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დანიშნულება, უკეთესი
მახასიათებლების მქონე ელექტრომობილების შემუშავებაა. დეტროიტ ნიუსის ინფორმაციით,
ლაბორატორია ერთ წელიწადში ამუშავდება და მისი მიღწევებით სარგებლობა, ნებისმიერი
საავტომობილო და არასაავტომობილო კომპანიისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
„ფორდი“ ამ ლაბორატორიაში, რომლის საპროექტო
ღირებულებაც 8.0 მილიონი დოლარია, 2.1 მილიონი დოლარის ინვესტიციას გაიღებს. ეს
ერთადერთი საავტომობილო კომპანიაა, რომელმაც მისთვის ფული გაიღო. დანარჩენ თანხას
მიჩიგანის უნივერსიტეტი, მიჩიგანის ეკონომიკური განვითარების კორპორაცია და აშშ-ის
ენერგიის დეპარტამენტი გაიღებენ. ცისფერი ოვალი იმედოვნებს, რომ ამ ლაბორატორიის
დახმარებით, თავისი ავტომობილებისთვის უფრო პატარა, მსუბუქ და იაფ ელემენტებს
შეიმუშავებს.
ცნობისათვის,
„ფორდის“ ელექტრული „ფოკუსის“ სასტარტო ფასი 35 200 დოლარია, რაც დაახლოებით 18 000
დოლარით მეტია შიდაწვისძრავიანი „ფოკუსის“ ყველაზე ხელმისაწვდომ ვერსიაზე. კომპანიის
ელემენტების კვლევის შტოს მენეჯერი ტედ მილერი ამბობს, რომ მის კომპანიას ელემენტების
რამდენიმე ლაბორატორია აქვს, მაგრამ მათში წარმოებისთვის მომზადებული ტექნოლოგიების
შემოწმება ხდება. მაგრამ ეს ამ პროცესის ბოლო ფაზაა და ფასზე ზემოქმედების
საშუალებას არ იძლევა. მიჩიგანის უნივერსიტეტის ახალი ლაბორატორია კი „ფორდს“ ამ ნაკლის
გამოსწორების საშუალებას მისცემს.
No comments:
Post a Comment