Ford targets one-third increase in capacity
within five years
16 ოქტომბერი
„ფორდ მოტორმა“ შეიმუშავა გეგმა, რომელიც გლობალური
მასშტაბით, წლიური წარმოების მესამედით გაზრდას ითვალისწინებს. ამ მიზნის
მისაღწევად, განვითარებად ბაზრებზე ახალი ქარხნები ამოქმედდება. ამასთან, იგეგმება
წარმოების მეთოდების გადახალისება. ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში, სიდიდით
მეორე ამერიკული კომპანია 2017 წელს 8 მილიონი ავტომობილის გამოშვებას შეძლებს.
შედარებისთვის, ამჟამად ცისფერი ოვალი დაახლოებით 6 მილიონ ავტომობილს აწარმოებს.
ეს გეგმა არის მთავარი აღმასრულებლის, ალან
მიულალის მიერ შემუშავებული სისტემის - „ერთი ფორდის“ ნაწილი, რომელიც წარმოების
უნიფიკაციის ხარჯზე, საწარმოო ხარჯების შემცირებას და საწარმოო პოტენციალის
მაქსიმალურად ათვისებას, ასევე სამოდელო გამის მაქსიმალურად გლობალიზაციას
ითვალისწინებს. ეს სტრატეგია არის მიულალის თაოსნობით შემუშავებული
რესტრუქტურიზაციის ქვაკუთხედი, პროცესის, რომელიც კომპანიაში მისი მისვლის
მომენტიდან დაიწყო.
„ფორდის“ გლობალური წარმოების შეფი ჯონ ფლემინგი
ამბობს, რომ მთავარი ამოცანა, კომპანიის საწარმოო სიმძლავრეების მაქსიმალურად
ათვისებაა. ამასთან, წარმოების პროცესი იმგვარად უნდა გადანაწილდეს, რომ წარმოებული
ავტომობილების რიცხვი, მოთხოვნას შეესაბამებოდეს. 2017 წელს ცისფერი ოვალის ქარხნების
რიცხვი 80-ს მიაღწევს. ამასთან, ყველა ავტომობილისთვის მხოლოდ ცხრა პლატფორმას
გამოიყენებენ (ამჯამად 15-ს იყენებენ).
კომპანიის ყოველი ქარხანა მინიმუმ 4 მოდელს, ან
ძალურ დანადგარს უნდა უშვებდეს. ქარხნების 90 პროცენტი სამ ცვლაში იმუშავებს. ეს „ფორდს“
წარმოების 30 პროცენტით გაზრდის საშუალებას მისცემს. ამჟამად, ამერიკული კომპანიის
საწარმოების 65 პროცენტი მუშაობს სამ ცვლაში. გლობალური ექსპანსიის გეგმის
შესაბამისად, კომპანია ასევე 14 ახალ ქარხანას აშენებს. მათი უმეტესობა მალე ინდოეთსა
და ჩინეთში ამუშავდება.
„ფორდი“
ირწმუნება, რომ ყოველი ქარხნის მიერ ოთხი მოდელის წარმოების ათვისება, მომხმარებელთა
მოთხოვნებზე უფრო სწრაფად რეაგირების საშუალებას მისცემს, რაც საერთო ჯამში,
გაყიდვების მოცულობაზე დადებითად აისახება. დაკიდევ, 2017 წლამდე კომპანია მთელს
მსოფლიოში 114 ახალ და განახლებულ ავტომობილს გამოუშვებს.
No comments:
Post a Comment