Jaguar plans four new models by 2018
16 ოქტომბერი
„იაგუარს“ დიდ გერმანულ სამეულთან - „აუდისთან“, „მერსედს-ბენცთან“
და „ბეემვესთან“ კონკურენცია აქვს გადაწყვეტილი. ოღონდ, სანამ მათი სრულფასოვანი მეტოქე
გახდება, ბაზარზე ოთხი ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. „იაგუარ ლენდ
როვერის“ სტრატეგიის განყოფილების შეფმა ედრიან ჰოლმარკმა ჟურნალ“ ავტოქართან“
საუბრისას განაცხადა, რომ ამ ოთხეულიდან პირველი კომპაქტური სედანი იქნება,
რომელიც 2015 წელს გამოვა.
„ჩვენ გამოვუშვებთ ყველაზე მოწინავე, ყველაზე
ეფექტურსა და ყველაზე დახვეწილ ავტომობილებს. არას ისეთივე კარგებს, როგორებსაც
სხვებიც უშვებენ, არამედ მსოფლიოში საუკეთესოებს. ისინი გარეგნულადაც და მართვის
მხრივაც, ჭეშმარიტი „იაგუარები“ იქნება, უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება და ექნება
ყველაზე ეფექტური ძრავები. ეს ავტომობილები ყველაზე დახვეწილ გემოვნებას გაგრძნობინებთ“,
- დასძენს ჰოლმარკი.
ალუმინის სტრუქტურაზე დაფუძნებულ კომპაქტურ სედანს ამჟამად
მეტსახელ X760-ით მოიხსენიებენ. მას მალე მოჰყვება უნივერსალი და უგზოობის
ავტომობილი, რომელიც ფრანკფურტში ნაჩვენებ კონცეპტუალურ C-X17-ზე პატარა იქნება.
გარდა ამისა, გეგმაშია სედანის ბაზაზე კუპეს და შესაძლოა, სპორტული ჰეჩბეკის (ბეემვეს
GT-ვერსიების სტილში) გამოშვებაც.
აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები „ბეიბი იაგუარს“ ბრიტანული
კომპანიის მომავალსაც კი უკავშირებენ. მათი თქმით, თუ X760 ჩავარდა, „იაგუარს“
მომავალი არ ექნება. თუმცა, ყველა ნიშანია იმისა, რომ ეს პროექტი წარმატებული იქნება
და „იაგუარს“ სოლიდურ მოგებას მოუტანს. სხვათა შორის, ის იმავე პლატფორმაზე
აიგება, რომელზეც „ლენდ როვერი“ მალე „ევოუკის“ გრძელბაზიან ვერსიას გამოუშვებს.
ამ ავტომობილის პოპულარობა კი პატარა „იაგუარს“ ლოკომოტივად გამოადგება. უფრო
მთავარი კი ისაა, რომ პლატფორმის რამდენიმე მოდელს შორის განაწილება, წარმოების
ხარჯებსაც შეამცირებს და მოგების მარჟასაც გაზრდის.
ლონდონში ბაზირებულ ანალიტიკურ კომპანია „ISI ავტოს“
ინფორმაციით, ამჟამად გლობალურ ბაზარზე კომპაქტური პრემიუმ ავტომობილების
სეგმენტის მოცულობა მხოლოდ 1.3 მილიონია. აქედან 1.15 მილიონს გერმანული სამეული
ჰყიდის. სეგმენტის უდაო ლიდერები არიან: „მერსედს-ბენცის“ C-კლასი, „ბეემვეს“ მე-3
სერია და „აუდის“ A4. მაგრამ ეს სეგმენტი მალე ნახევარი მილიონით გაიზრდება „იაგუარის“
რესურსიც ამ ნახევარ მილიონშია.
ბრიტანული კომპანია იმედოვნებს, რომ მისი
კომპაქტური სედანისა და მისი უნივერსალისძარიანი ვერსიის გაყიდვები 80 000 ერთეულს
მიაღწევს. კუპეს გამოშვების შემდეგ კი გაყიდვების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა
მოსალოდნელი არაა. ყველაზე დიდი მოლოდინი უგზოობის X761-ს უკავშირდება, რომლითაც
კატებმა კონკურენცია ბავარიულ X3-ს და X4-ს უნდა გაუწიონ. „ბერნშტაინის“ ანალიტიკოსთა
პროგნოზით, ამ ავტომობილის გაყიდვები 50 000-ს მიაღწევს. ამ ყველა ავტომობილს
სოლიჰალის ქარხანა გამოუშვებს, სადაც ასევე „ევოუკ XL-ის“ წარმოებაც იგეგმება.
ჯამში, ამ ქარხანაში სულ 200 000-ზე მეტი ავტომობილის წარმოება იგეგმება, რაც მის
პოტენციალს შეესაბამება.
გერმანულ
კომპანიებთან ურთულეს კონკურენციას, „იაგუარი“ სამ საინჟინრო ასპექტში
უპირატესობით აპირებს: პირველი უპირატესობა, მთლიანად ალუმინისგან შექმნილი მზიდი
სტრუქტურაა - ამ მიმართულებით, „იაგუარი“ და მისი ნათესავი „ლენდ როვერი“, მსოფლიო
ლიდერებად ყალიბდებიან. ასეთი სტრუქტურა, პირველ რიგში, წონის შემცირების
საშუალებას იძლევა. მეორე უპირატესობა უნდა იყოს სუფთა ფურცლიდან დაპროექტებული უკანა
ამძრავიანი სისტემა, რამაც ავტომობილის მართვის სიზუსტეზე უნდა იქონიოს დადებითი
გავლენა. მესამე უპირატესობა სრულიად ახალმა ძრავებმა უნდა განაპირობოს. ამ
ძრავებს „იაგუარი“ და „ლენდ როვერი“ ერთობლივი ძალებით ქმნიან და ახლავე გვპირდებიან,
რომ ისინი სიმძლავრით და ეკონომიურობით იქნება გამორჩეული.
„იაგუარი“ თავის კომპაქტურ სედანს პირველად მომავალ
წელს, პარიზის მოტრორ შოუზე წარადგენს, სადაც ასევე „მერსედეს-ბენცის“ ახალ C-კლასს
ვიხილავთ. მოგვიანებით კი ბაზარზე ახალი „აუდი A4-იც“ გამოჩნდება. X760-ის
გაყიდვები 2015 წელს დაიწყება. ერთი წლის დაგვიანებით გამოვა უნივერსალი, შემდეგ
კი უგზოობის მოდელი. ბოლოს ბაზარზე ორკარიანი კუპე გამოვა (2018 წელს). ამ დროს
სედანს პირველი განახლება ჩაუტარდება.
No comments:
Post a Comment