Is the McLaren P1 order book about to close?
არადა, თავისი პოტენციური მყიდველისთვის, „მაკლარენს“
არც ამ ავტომობილის სერიული ვერსია უჩვენებია და არც მისი ზუსტი მახასიათებლები
გაუმხელია. არც ის უთქვამს, თუ რამდენი ასეთი სუპერის გამოშვებას აპირებს. და
როგორც ირკვევა, უსაშველო ფასის (ისიც ჯერ დაუზუსტებელია) და ასეთი საინფორმაციო
შიმშილის მიუხედავად, მყიდველი P1-ს მაინც არ აკლია.
3 თებერვალი
თავის უახლეს ჰიპერქარ P1-ის
მსოფლიო პრემიერას „მაკლარენი“ ჟენევის მოტორ შოუზე გეგმავს. ამ ავტომობილის
კონცეპტუალური ვერსია უოკინგელებმა უკვე გვიჩვენეს და ისიც გამოაცხადეს, რომ
სერიული ვერსია მისგან თითქმის არ იქნება განსხვავებული. წარმოებისთვის მზადების
პროცესში, „მაკლარენმა“ კონცეპტუალური P1 ყველა იმ ბაზარზე წარადგინა, სადაც მის გაყიდვას
გეგმავს. და როგორც ამბობენ, შეკვეთების პაკეტი უკვე ამოწურა კიდეც.
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ ნოემბერში, „მაკლარენს“ დაახლოებით
120 შეკვეთა უკვე მიღებული ჰქონდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია (არაოფიციალური),
რომ შეკვეთების მიღება მსოფლიო პრემიერამდე დაიხურება...
No comments:
Post a Comment