Ford Uses Sumo Wrestlers to Demonstrate its
Clever Door Edge Protector
4 ოქტომბერი
ავტობიზნესში წვრილმანები არ არსებობს. ამის პირდაპირი
დასტური იყო თუნდაც ის ფაქტი, რომ ამასწინათ, ერთ-ერთ დიდ გამოფენაზე, „ფოლკსვაგენის“
შეფმა მარტინ ვინტერკორნმა თავისი ამალა მას შემდეგ დატუქსა, რაც კონკურენტი „ჰიუნდაის“
ერთ-ერთი ავტომობილის საჭის სარეგულირებელი მექანიზმი გასინჯა და აღმოაჩინა, რომ ის
არ ჭრაჭუნობდა. ერთი შეხედვით, ეს ნიუანსია, მაგრამ თურმე მყიდველი ასეთ რამეებს
ხშირად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ერთ-ერთ ასეთ წვრილმანს ახლახანს „ფორდმა“ ძალიან
ორიგინალური რეკლამა მიუძღვნა, რომელშიც სუმოს მოჭიდავეებიც ჩართო. ლაპარაკია
კარის კიდის დამცავზე, რომელიც მჭიდრო პარკინგზე კარის გაღებისას, კარსაც და გვერდზე
მდგარ მანქანებსაც ნაკაწრებისგან იცავს. ჩვეულებრივ, დამცავი დაკეცილია, მაგრამ
კარის გაღებისას, ისიც ავტომატურად იხსნება და კარის კიდეს ფარავს.
ამ ორიგინალური ელემენტით კომპაქტური ჰეჩბეკი „ფორდ
ფოკუსია“ აღჭურვილი, რომელსაც თავისი გაბარიტების გამო, თითქოს პარკინგზე
პრობლემები არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ყველაფერი ხდება. მაგალითად ის, რომ ეს ავტომობილი
შეიძლება (რატომღაც) სუმოს ვებერთელა მოჭიდავემ შეიძინოს, რომელიც მანქანაში ჩაჯდომისა
და იქიდან გადმოსვლისას, კარს ბოლომდე გააღებს. არადა, პარკინგზე შეიძლება ამდენი
ადგილი არც იყოს. წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება გვერდზე მდგარი ავტომობილის
მფლობელი, როცა დაინახავს, როგორ აბჯენს სუმოს მოჭიდავე თავისი მანქანის კარს მის
მანქანაზე. მერე კი, როცა გიგანტი და მისი მეგობარი სადგომს დატოვებს, აღმოჩნდება,
რომ გვერდზე მდგარი მანქანები არც დაზიანებულა...
ძალიან
ორიგინალურია და თანაც, ვინტერკორნს თავისი მენჯერების დატუქსვის კიდევ ერთი საბაბი
მიეცემა...
ვიდეო
No comments:
Post a Comment