Mystery Man Breaks All Records Paying $52 Million
for 1963 Ferrari 250 GTO Racer
4 ოქტომბერი
ამიერიდან, მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირი
ავტომობილი, 1963 წელს გამოშვებული სარბოლო „ფერარი 250 GTO“ იქნება. როგორც
სააგენტო ბლუმბერგი იუწყება, ის კონექტიკუტელმა კოლექციონერმა პოლ პაპალარდომ, უცნობ
კოლეგას 52 მილიონ დოლარად, ყოველგვარი აუქციონის გარეშე მიჰყიდა. გსრიგებაში ამ
საქმის სპეციალისტი კიდევ სამი პირი მონწილეობდა, რომლებმაც ბლუმბერგს ეს გარიგება
დაუდასტურეს.
პაპალარდოს ეს ავტომობილი 1974 წელს შეუძენია მისი
ძველი მფლობელისგან, რომლის ვინაობა ასევე დაფარულია. ავტომობილს რესტავრაცია ჩაუტარდა,
რის შემდეგაც, მისმა მფლობელმა ის სარბოლ ტრეკზე დააბრუნა - კლასიკური ავტომობილების
რბოლებში მონაწილეობდა. 2002 წელს ლე მანის კლასიკური ავტომობილების რბოლაშიც
მიუღია მონაწილეობა.
საინტერესოა, რომ ყველაზე ძვირადღირებული
ავტომობილის წოდება ადრეც „ფერარი 250 GTO-ს“ ეკუთვნოდა. შარშან ივნისში გაიყიდა
მწვანე „ფერარი 250 GTO“, რომელიც იტალიურმა კომპანიამ თავისი ბრიტანელი პილოტის, ლეგენდარული
ატირლინგ მოსისთვის სპეციალურად დაამზადა. ამ ავტომობილში 35 მილიონი დოლარი
გადაიხადეს.
მაინც, რა აქვს ამ ავტომობილს ისეთი, რომ მის
სხვადასხვა ეგზემპლარში, კოლექციონერები ასეთ უზარმაზარ თანხებს იმეტებენ? ჯერ
ერთი, „ფერარიმ“ ის მხოლოდ 39 ცალი დაამზადა. თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს -
არსებობს ანტიკვარული ავტომობილები, რომლებიც მხოლოდ ერთეულებია გამოშვებული...
„ფერარი 250 GTO-ს“ შექმნას იტალიელი ჯოტო ბიძარინი
ხელმძღვანელობდა. ეს ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რონლის ფორმაც აეროდინამიკურ
მილში ტესტირებისას დაიხვეწა. ის ფოლადის მილებისგან შეკრულ სივრცულ ჩარჩოზეა
აწყობილი და აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც „ფერარი 250
ტესტაროსასგან“ აიღეს და რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალაა. ძრავთან შეწყვილებულია
5-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-ს
აღწევს. „250 GTO-ს“ სპარტანული ინტერიერი აქვს, სადაც „ფიატ 500-ის“
გადამრთველებსაც აღმოაჩენთ...
ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამ საქმის
სპეციალისტები „ფერარი 250 GTO-ს“ საავტომობილო სამყაროს მონა ლიზად მოიხსენიებენ
და ამბობენ, რომ ის ყველა ავტომოყვარული მილიარდერის ფარეხს უნდა ამშვენბდეს.
No comments:
Post a Comment