დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Friday, October 4, 2013

ჰამილტონი ორივე პრაქტიკაზე უსწრაფესია

Motor racing-Hamilton fastest in Korean practice
4 ოქტომბერი
კორეული დიდი პრიზის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, სებასტიან ფეტელმა განაცხადა, დარჩენილ რბოლებში ყველაზე სერიოზულ კონკურენციას „მერსედესის“ მრბოლებისგან ველითო. თავისუფალ პრაქტიკებზე ლუის ჰამილტონმა მისი სიტყვები გაამართლა - ორივე თავისუფალ პრაქტიკაზე ყველაზე სწრაფი იყო. არც ნიკო როსბერგი ჩამორჩა ბევრით. თუმცა, ორივე სესიაზე მათ შორის „რედ ბულის“ მრბოლები ჩადგნენ.
კიმი რაიკონენმა, წელის ტკივილების მიუხედავად, რბოლაში მონაწილეობა მაინც გადაწყვიტა, თუმცა გრძელბაზიანი „ლოტუსის“ დამტვრევაც მოახერხა. ეს პირველი სესიის მიწურულს მოხდა. კიმი ტრავმას გადაურჩა და მეორე სესიაზეც ივარჯიშა, თუმცა ორივეზე მხოლოდ მერვე დროს დასჯერდა.

ფეტელი ორივე სესიაზე მეორე შედეგს დასჯერდა. პირველ ვარჯიშზე მან მხოლოდ 0.037 წამი დათმო ჰამილტონთან, მეორეზე კი - 0.108 წამი. ბოლოს ფეტელმა განაცხადა, მემგონი, აქ „მერსედესებთან“ დაძაბული პაექრობა გვექნებაო. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი 60 ქულას უგებს მის უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ვარჯიშებზე მეექვსე და მეშვიდე დრო დააფიქსირა.

კორეის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:39.630
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:39.667
3. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:39.816
4. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:40.117
5. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:40.215
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:40.374
7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:40.396
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:40.677
9. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                        1:40.860
10. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:40.880
11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:40.899
12. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)            1:41.432
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:41.482
14. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:41.626
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:41.924
16. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:42.002
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:42.043
18. ჯეიმს კალადო (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:43.008
19. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:43.660
20. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:43.883
21. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                   1:44.100
22. როდოლფო გონსალესი (ვენესუელა, მარუსია)    1:46.810

მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი)         1:38.673
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            1:38.781
3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:38.797
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                     1:38.844
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:39.114
6. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                  1:39.226
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                  1:39.444
8. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:39.757
9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               1:39.774
10. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)             1:40.006
11. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)           1:40.007
12. სერხიო პერესი (მექსიკა, მაკლარენი)                      1:40.152
13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ზაუბერი)               1:40.186
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ზაუბერი)              1:40.210
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთ, ტორო როსო)            1:40.446
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)   1:40.552
17. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1:41.117
18. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                 1:41.289
19. გიედო ვან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)  1:42.461
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, კატერჰემი)                     1:42.798
21. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, მარუსია)                     1:43.108
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)        1:43.441

No comments:

Post a Comment