დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 6, 2013

„იტალდიზაინ პარკური“ გზასა და უგზოობაზე (ვიდეო)

Italdesign Exec Walks Us Around the Parcour Concept and Drives it On- and Off-Road
6 ივლისი
„იტალდიზაინ პარკური“ ჟენევის წლევანდელი მოტორ შოუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატი იყო.  ის „ლამბორგინი გალარდოს“ ბაზაზეა დამზადებული და მისივე V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაშია განლაგებული. გარეგნულად, ის სუპერ ავტომობილების სტილშია შესრულებული, თუმცა ამ ჟანრისთვის შეუფერებლადაა დაშორებული გზის საფარისგან და ერთგვარი ნახევრად უგზოობის სუპერ ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს.
„პარკური“ თავის სახელს ამართლებს - ის ნებისმიერ გზასა და უგზოობაში ახერხებს სუპერ ავტომობილის თვისებების შენარჩუნებას. ამის სადემონსტრაციოდ, „იტალდიზაინმა“ ჟურნალ „ქარ ენდ დრაივერთან“ ერთად, კუნძულ სარდინიაზე, კონცეპტუალურ ავტომობილს ბლიც ტესტი მოუწყო, რომლის დროსაც დადასტურდა, რომ კონცეპტი უბრალო საჩვენებელი მულიაჟი კი არა, სრულფასოვანი ავტომობილია. ტესტები მოკლე ფილმის სახით გადაიღეს და ის ინტერნეტით გავრცელდა.
ტესტების დაწყებამდე, ვიცე პრეზიდენტი ფაბრიციო ჯუჯარო (ფოტოებზე) აღწერს „პარკურის“ აეროდინამიკას და შემდეგ მის უნიკალურ თვისებებსაც გვაცნობს. კერძოდ, როგორც ირკვევა, „პარკურს“ არ აქვს ჩვეულებრივი წინა და უკანა საყრდენები. ამ ადგილებში მას აეროდინამიკური ელემენტები აქვს, რომლების დანიშნულებაც, ჰაერის შემხვედრი ნაკადის მოწესრიგებაა. უკან მოთავსებულია მცირე ანტი ფრთა, რომელიც სიჩქარის შესაბამისად იცვლის დახრის კუთხეს.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „პარკურის“ საკიდარი. ასფალტზე სისტემა მანქანას დაბლა დასწევს და ის ისეთივე სწრაფი ხდება, როგორიც ვთქვათ, „გალარდოა“. გრუნტზე გადასვლის შემდეგ კი კლირენსი იზრდება და წამებში ავტომობილი ყველგანმავლად გადაიქცევა. ამ თვისებებით ავტომობილი ყველაზე მომთხოვნ მძღოლებს დაუკმაყოფილებს ადრენალინზე მოთხოვნას.
შიგნიდან „პარკური“ ნამდვილი სპარტანელია, ოღონდ ელექტრონიკით გაჯერებული. მინიმალიზმი ასეთი ავტომობილის მთავარი ღირსებაა და ამ ფაქტორს „პარკურის“ ავტორებმაც გაუწიეს ანგარიში. ფაბრიციო ჯუჯარომ ტესტებისას სავარძლის და სატერფულების ბლოკის რეგულირება განმარტა.
საერთო ჯამში აშკარაა, რომ „პარკური“ პრაქტიკულად მზადაა წარმოებისთვის და „ლამბორგინი“ არ შეცდება, თუ მის მცირესერიულ წარმოებას გაბედავს. უფრო სწორედ, „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ხელმძღვანელობა, რადგან „ლამბო“ (ისევე როგორც იტალდიზაინ ჯუჯარო) სწორედ ამ ჯგუფის წევრია და ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს.
სხვათა შორის, მალე „ლამბორგინი“ „გალარდოს“ შეცვლის და არაა გამორიცხული, რომ ახალი ავტომობილის პლატფორმა „პარკურისთვისაც“ გამოიყენოს...


ვიდეო

No comments:

Post a Comment