დიდი არჩევანი, კარგი ფასები

Saturday, July 6, 2013

ახალი „ფორდ ტურნეო კონექტი“ სამცილინდრიანი ეკობუსტითაც აღჭურვება

New Ford Tourneo Connect Gains 1.0L 3-Cylinder EcoBoost Turbo in Europe
6 ივლისი
„ფორდი“ თავის 1.0-ლიტრიან, სერია ეკობუსტის სამცილინდრიან ძრავს სულ უფრო მეტ მოდელზე იყენებს. მორიგი ავტომობილი, რომელსაც მყიდველს წლის საუკეთესო ძრავით შესთავაზს, კომპაქტური მინივენი „ტურნეო კონექტია“. ახალი ძრავით აღჭურვილი ავტომობილი 100 კილომეტრზე 5.6 ლიტრ ბენზინს მოიხმარს და ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 129 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ძრავის სიმძლავრე 100 ცხენის ძალაა.
ამ პატარა ტურბო ძრავის გარდა, ავტომობილი ასევე მიიღებს სისტემა სტოპ/სტარტს და რადიატორის ცხაურის ჟალუზებს, რომელიც ძრავის ნაკლებად დატვირთულ რეჟიმში მუშაობისას, იხურება და ასე ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებს. ავტომობილის კომპლექტაციაში ასევე შევა მუხრუჭების ენრგს რეკუპერაციის სისტემა და ინფო სისტემა „ფორდ ეკო მოუდ“, რომელიც საწვავის ეკონომიურ მოხმარებაში დაგეხმარებათ.
„1.0-ლიტრიანი ეკობუსტი შესანიშნავი ძრავია ამ ავტომობილის მოქნილი ოჯახისთვის ზედგამოჭრილი - ცოტა საწვავს მოიხმარს და კარგი მახასიათებლებიც აქვს“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ პროგრამა „ტურნეო კონექტის“ მთავარი ინჟინერი სტივენ ლეში.
გარდა ამისა, ევროპელ მყიდველს დიზელის სერია დურატორქის 1.6-ლიტრიანი TDGi ძრავით აღჭურვილ „ტურნეო კონექტსაც“ შესთავაზებენ. ასეთი ავტომობილი ას კილომეტრზე 4.6 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 12 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. კიდევ ერთი ახალი ოპციაა სერია ეკობუსტის 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელსაც 6-საფეხურიან ავტომატურ ტრანსმისიას დაუკავშირებენ.
„ტურნეო კონექტი“ ჰეჩბეკ „ფოკუსის“ პლატფორმაზეა ბაზირებული და მას ამერიკელ მყიდველსაც სთავაზობენ. ოღონდ, იქ ავტომობილს „ტრანზიტ კონექტი“ ჰქვია. ამერიკელებს შეუძლიათ 5 და 7-ადგილიანი ვერსიების შეძენა.

No comments:

Post a Comment