XL1 and e-up! electrify the Silvretta E-Car Rally
6 ივლისი
ელექტრომობილების გარბენში, სახელად სილვრეტა E-ქარ
რალი, „ფოლკსვაგენი“ ორ ელექტრომობილს გამოიყვანს. ამ ორიდან ერთია XL1, რომელიც
მსოფლიოში ყველაზე ეკონომიური სერიული ავტომობილის საპატიო ტიტულს ატარებს და
რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. მეორე კი - პატარა ჰეჩბეკი e-Up!,
პირველი ელექტრომობილი, რომლის მსხვილსერიულ წარმოებასაც „ფოლკსვაგენი“ მალე
დაიწყებს. რალიში მონაწილეობით, გერმანულ კომპანიას იმის ჩვენება სურს, რომ ალტერნტიულ
ამძრავ სისტემებს, ალპურ გზებზეც შეუძლია შეასანიშნავი შესაძლებლობების ჩვენება.
რბოლა ავსტრიის ალპურ, მონტაფონის რეგიონში ტარდება
და დისტანციაზე ბევრი აღმართი და დაღმართია გასავლელი. „ფოლკსვაგენისთვის“ ეს იქნება
ამ ორი ავტომობილის საჯარო ტესტი, რომლის დროსაც, მათ საიმედობასთან ერთად, ენერგიის
აღდგენის უნარიც უნდა გამოავლინონ - აღმართში ელექტრომობილები დიდი რაოდენობით ენერგიას
დახარჯავენ, დაღმართში კი პირიქით, კინეტიკური ენერგია ელექტრულ ენერგიად უნდა
გარდაქმნან და ელემენტების ბლოკში შეინახონ.
ჰეჩბეკი e-Up! ოთხადგილიანი ელექტრომობილია ყოველდღიური
მოხმარებისთვის. მას მამოძრავებელ ძალას ანიჭებს ელექტრო ძრავი, რომლის სიმძლავრე 82
ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 210 ნიუტონმეტრი, რასაც ძრავის პირველივე
ბრუნიდან ავითარებს. ავტომობილი არის პრაქტიკულად ჩუმი და პრაქტიკულად არ აქვს ჩავარდნები
გადაცემათა რიცხვის ცვლისას. ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად, 12.4 წამია საჭრო, მაქსიმალური
სიჩქარე კი 130 კმ/სთ-ია.
ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკის ენერგოტევადობა 18.7
კილოვატსაათია, რაც 160 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. ეს კი ნიშნავს, რომ (გერმანიაში)
ამ ავტომობილით 100 კილომეტრის გასავლელად, 3 ევროს ღირებულების ენერგიაა
საკმარისი. ელემენტების დასამუხტად შესაძლებელია სპეციალური სვეტის, ან
საყოფაცხოვრებო შტეპსელის, სწრაფი, ან ჩვეულებრივი რეჟიმის გამოყენება. პირველ
შემთხვევაში, ნახევარ საათში ელემენტები 80 პროცენტით ივსება. იდეალურ გარემოებაში,
e-Up! შეიძლება ენერგიის რეგენერაციული საშუალებითაც დაიმუხტოს.
„ფოლკსვაგენი“ e-Up!-ის სერიულ ვერსიას პირველად ფრანკფურტის
მოტორ შუზე წარადგენს, რის შემდეგაც მის გაყიდვებსაც შეუდგება. ავტომობილი
გერმანიაში 26 900 ევრო ეღირება. ამ ფასში ელემენტების ბლოკის ღირებულებაც
გათვალისწინებულია.
No comments:
Post a Comment