Opel Reportedly Bringing RWD Monza Coupe Concept
to Frankfurt
6 ივლისი
15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ოპელმა“ კუპე „კალიბრას“
წარმოება გააჩერა. მაგრამ შესაძლოა, მალე რიუსელსჰაიმელებმა მისი შთამომავალი
გამოუშვან - როგორც გერმანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია გვამცნობს, „ოპელი“
ფრანკფურტში კონცეპტუალურ კუპე „მონცას“ წარადგენს, რომელიც შესაძლოა, იმ სერიული
ავტომობილის წინამორბედი გახდეს, რომელიც კონკურენციას „ბეემვეს“ მე-4 სერიას და „აუდის“
A5-ს გაუწევს.
„მონცას“ სახელით, „ოპელი“ სპორტულ ავტომობილებს
1970-1980-იან წლებში აწარმოებდა. კონცეპტუალურ ავტომობილს მკვეთრი დიზაინი ექნება
და რაც მთავარია, ის უკანა ამძრავიან პლატფორმას დაეყრდნობა. სავარაუდოდ, ეს იქნება
„კადილაკ ATS-ის“ მოდიფიცირებული პლატფორმა. ეს
ამ ტიპის ერთადერთი პლატფორმაა, რომელიც „ჯენერალ მოტორსისთვის“ ხელმისაწვდომია.
ამ პლატფორმის გარდა, კონცეპტუალურ ავტომობილზე ალბათ
ძრავებსაც პრემიუმ სედანისას გამოიყენებენ. ესენია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი და
3.6-ლიტრიანი V6. გარდა ამისა, ევროპელ მყიდველს „მონცას“ დიზელისძრავიან
ვერსიასაც შესთავაზებენ (რა თქმა უნდა, თუ მისი წარმოება გადაწყდა). ზოგიერთ ბაზარზე,
როგორებიცაა ამერიკა და ჩინეთი, ეს ავტომობილი „ბიუიკის“ მარკით გაიყიდება.
გამოცემა „ავტო ექსპრესის“ ინფორმაციით, „ოპელს“
სურს, რომ „მონცა“ გარემოსადმი მეგობრული ავტომობილი იყოს. ასე რომ, არაა
გამორიცხული, რომ ავტომობილის კაპოტქვეშ პლაგ-ინ ჰიბრიდულმა სისტემამაც ამოჰყოს
თავი.
რაც
შეეხება დიზაინს, იმავე ინფორმაციის მიხედვით, „მონცა“ გერმანული კომპანიის ახლანდელ
სტილს განავითარებს, ოღონდ უფრო დაბალი, დაკუნთული და ექსტრემალური გარეგნობა ექნება.
No comments:
Post a Comment