New Jaguar Project 7 is a D-Type Inspired 542HP
F-Type Speedster
13 ივლისი
გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე შედგა „იაგუარის“ ერთჯერად სატრეკო ავტომობილის, „პროჯექტ 7-ის“ პრემიერა, ავტომობილისა, რომელიც ბრიტანული კომპანიის წარსულს და მომავალს აკავშირებს. ავტომობილი როდსტერ „F-ტაიპზეა“ ბაზირებული, მისი გარეგნობის შექმნისას კი დიზაინერებმა შთაგონება ლეგენდარული „D-ტაიპისგან“ მიიღეს, რომელსაც „იაგუარი“ 1954-1957 წლებში აწარმოებდნენ და რომლითაც ლე მანის 24-საათიანი რბოლა სამჯერ - 1955, 1956 და 1957 წლებში მოიგეს. ავტომობილის სახელში რიცხვი 7 კი იმას აღნიშნავს, რომ კომპანიას ლე მანზე სულ 7 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
„კონცეპტი „პროჯექტ 7“ ერთადგილიანი ავტომობილია, რომელიც „F-ტაიპის“ ბაზაზეა შექმნილი. მისი ფორმა სარბოლო ავტომობილების შთაგონებითაა შემუშავებული, რაც ნებისმიერი დიზაინერისთვის ოცნებაა. მას ერთადერთი დანიშნულება აქვს - სწრაფად მართვა და ამით სიამოვნება. საერთოდ, „იაგუარის“ სპორტულ ავტომობილებს გამორჩეული მახასიათებლები და სადა დიზაინი აქვს და „პროჯექტ 7“ სწორედ ამ სულისკვეთებით მომზადდა“, - ამბობს „იაგუარის“ დიზაინის დირექტორი იან ქელომი.
„F-ტაიპისგან“ კონცეპტუალური სპიდსტერის ტიპის ავტომობილის
მისაღებად, პროექტის ავტორებმა ავტომობილს სახურავი მოაჭრეს და საქარე შუშა
დაუმოკლეს. კოკპიტის უკან გაჩნდა კუზისმაგვარი წარმონაქმნი, რომლის დანიშნულებაც, პილოტის
თავის დამცავი რკალისთვის აეროდინამიკური ფორმის მინიჭებაა. ავტომობილს წინ კარბონისგან
დამზადებული სპლიტერი, გვერდებზე კი კალთები დაუყენეს. გაიზარდა უკანა დიფუზორის ზომა.
ავტომობილს უკანა ნაწილში მოზრდილი სპოილერი დაემატა. ავტომობილი 20-დუიმიან
ბორბლებზე დააყენეს, რომლებსაც კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ჩანართები
აქვს. კაპოტზე სასუნთქი „ლაყუჩები“ გამოჩნდა, გარე სარკეებმა უფრო აეროდინამიკური
ფორმები მიიღო. გაიზარდა ჰაერის ამღებები.
შეიცვალა ინტერიერი. გვერდითა სავარძლის ადგილი
სპეციალურმა სამაგრმა დაიკავა, რომელზეც პილოტის ჩაფხუტი თავსდება. კოკპიტის
გასაწყობად, ძვირფასი ტყავი გამოიყენეს. პილოტის სავარძელი 30 მილიმეტრით დაბლა
დასწიეს. კოკპიტის გასაწყობად, კარბონისგან დამზადებული დეტალები გამოიყენეს.
პედლების ბლოკი ალუმინისგან დამზადდა.
ავტომობილს მმოძრავებელ ძალას „F-ტაიპ S-ის“ 5.0-ლიტრიანი
V8 ანიჭებს, რომელიც მოდერნიზების შემდეგ, 54 ცხენის ძალით და 55 ნიუტონმეტრით
მეტს ავითარებს. ძრავის სიმძლავრე 542 ცხენის
ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 680 ნიუტონმეტრი.
ამ აგრეგატით, „პროჯექტ 7-ს“ ადგილიდან ასის აკრეფა 4.1 წამში შეუძლია, მისი
მაქსიმალური სიჩქარე კი 299 კმ/სთ-ს აღწევს.
No comments:
Post a Comment