Malcolm Campbell's Bluebird V at Goodwood
13 ივლისი
ამ ავტომობილით, სერ მალკოლმ კემპბელმა სიჩქარის
სახმელეთო რეკორდი 1935 წელს დაამყარა (საკუთარი ძველი რეკორდი გააუმჯობესა) - დეიტონა
ბიჩში 445.5 კმ/სთ განავითარა. მოგვიანებით კი ამავე ავტომობილით, კემპბელმა პირველად
გადაკვეთა სანუკვარი ბარიერი, 300 მლ/სთ - ბონვილის დამშრალი ტბის ფსკერზე, 301.337 მლ/სთ
(484.955 კმ/სთ) განავითარა. წლების განმავლობაში, „ბლიუბერდ
V“ დეიტონა ინტერნეიშნლ სპიდუეის მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპონატია.
მაგრამ გუდვუდის სიჩქარის ფესტივალის 20 წლის
იუბილესთან დაკავშირებით, ეს სახელოვანი ავტომობილი ბრიტანეთს ცოტა ხნით დაუბრუნდა.
სხვათა შორის, ბოლო ათ წელიწადში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ბლიუბერდ V“
ბრიტანეთში ბრუნდება.
გუდვუდში, „ბლიუბერდ V-თან“ ერთად, კიდევ რამდენიმე
სარეკორდო ავტომობილია გამოფენილი. მათ შორის, მალკოლმ კემპბელის შვილის, ასევე
მსოფლიოს რეკორდსმენ დონალდ კემპბელის სარეკორდო „ბლიუბერდ CN7“, რომელიც ბოლიეს
(ბრიტანეთი) ეროვნული საავტომობილო მუზეუმის ბინადარია. სხვათა შორის, ეს ორი
ავტომობილი ერთმანეთს 1960-იანი წლების შემდეგ პირველად შეხვდა. მათ კამპანიაშია
ასევე ბოლიეს მუზეუმის მუდმივი ექსპონატი „სანბიმ V12 LSR“ და ჰენრი სიგრეივის 1927
წლის „სანბიმ LSR ტაიგერი“. ეს უკანასკნელი ამჟამად ამერიკაში, იუტას შტატში ინახება.
No comments:
Post a Comment