Land Rover to decide soon on production Evoque
Convertible
13 ივლისი
ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის
მიხედვითაც, „ლენდ როვერმა“ ღია „ევოუკის“ გამოშვება გადაიფიქრა. მაგრამ როგორც
ჩანს, პროექტი თაროზე შემოსადებად მაინც ვერ გაიმეტა - ახალი ინფორმაციით, ამ
ეტაპზე ბრიტანული კომპანია სწორედ ამ საკითხს განიხილავს და შორს არც ის დროა,
როცა მწვანე შუქს აუნთებს. ყოველ შემთხვევაში, ასეთ ინფორმაციას ფლობს ავსტრალიური
გამოცემა „ქარ ედვაისი“.
ინფორმაციის წყარო კი „რეინჯ როვერის“ ბრენდ დირექტორი
ჯონ ედვარდსია, ვინც მიესალმება მისი კომპანიის მიერ ღია ავტომობილის გამოშვებას. მისი
თქმით, „რეინჯ როვერ ევოუკი“ იმდენად პოპულარულია, რომ მისი ღია ვერსიის წარმოების
დაწყება ნაკლებ რისკთანაა დაკავშირებული. სწორედ „ევოუკის“ დამსახურებაა ის ფაქტი,
რომ „ლენდ როვერის“ გაყიდვების მოცულობა შარან 300 000-ს გასცდა.„რეინჯ როვერ ევოუკ კონვერტაიბლის“ კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა შარშან, ჟენევის მოტორ მოტორ შოუზე შედგა. გამოფენაზე ავტომობილმა კარგი გამოხმაურება მიიღო, მაგრამ მარკეტოლოგები საქმეს სიფრთხილით ეკიდებიან. და მაინც, დიდი შანსია იმისა, რომ ღია „ევოუკი“ მზის სინათლეს იხილავს. ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას კი ბრიტანული კომპანია მალე მიიღებს.
No comments:
Post a Comment