Opel/Vauxhall to produce Mokka in Spain’s
Zaragoza plant in 2014
13 ივლისი
„ჯენრალ მოტორსმა“ გადაწყვიტა, რომ სუბკომპაქტური
ქროსოვერი „მოკა“ ესპანეთშიც, სარაგოსას ქარხანაშიც გამოუშვას. ასე გამოეხმაურა
ამერიკული კომპანია ამ პატარა ავტომობილზე ევროპაში არსებულ სოლიდურ მოთხოვნას.
ოღონდ, სარაგოსაში „მოკას“ წარმოება 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.
მანამდე კი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება
ბუპიეონის (სამხრეთი კორეა) ქარხანას მოუწევს. აღსანიშნავია, რომ გენერლების ამ
გადაწყვეტილების პარალელურად, „მოკას“ წარმოება კორეაშიც გაიზრდება. „ოპელის“
მთავარი აღმასრულებელი კარლ-ჰაინც ნოიმანი ამბობს, რომ „მოკას“ ესპანეთში წარმოება
კომპანიის სტრატეგიას შეესაბამება, რომელიც ავტომობილების იქ წარმოებას ითვალისწინებს,
სადაც მათი რეალიზება ხდება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება კომპანიას საწარმოო
პოტენციალის სრულად ათვისების საშუალებას მისცემს.
სარაგოსაში წარმოების გაშლის პირველ ფაზაში, „ჯენერალ
მოტორსი“ ამ ქარხნის მოდერნიზებისთვის 80 მილიონ დოლარის ინვესტიციას გაიღებს.
წარმოების პირველ ეტაპზე, ქარხანა ავტომობილის სრულ კომპლექტებს კორეიდან მიიღებს.
ღუმცა, დროთა განმავლობაში, ქარხანა ევროპაში წარმოებული მაკომპლექტებლების ხვედრით
წილს გაზრდის.
ეს გადაწყვეტილება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ შესაძლებელი
გახდება სარაგოსას ქარხნის შტატის სრულად შენარჩუნება. ამჟამად ამ ქარხანაში 5 800
ადამიანია დასაქმებული, რომლებიც „ოპელის“ ორ მოდელს - „კორსას“ და „მერივას“
აწარმოებენ.
ცნობისათვის,
„ოპელმა“ პატარა ქროსოვერ „მოკას“ წარმოება შარშან, შემოდგომაზე დაიწყო. და ის რამდენიმე
ევროპულ ქვეყანაში, ყველაზე გაყიდვადი უგზოობის ავტომობილების სამეულში შედის.
No comments:
Post a Comment