China Is Now GM's Biggest Car Market by Volume
12 ივლისი
ეს მოსალოდნელი იყო და მოხდა კიდეც! მსოფლიოს უდიდესი
საავტომობილო ბაზარი, „ჯენერალ მოტორსისთვისაც“ უდიდესი გახდა. წლის პირველ ექვს
თვეში, ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთში უფრო მეტი ავტომობილი გაჰყიდა, ვიდრე - ამერიკაში.
თავის ერთობლივ საწარმოებთან ერთად, გენერლებმა ცისქვეშეთში 1.6 მილიონი ახალი
ავტომობილი გაჰყიდეს, რაც 200 000-ით მეტია ამერიკაში რეალიზებული
ავტომობილების რაოდენობაზე.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაყიდვების მოცულობით (და
არა კაპიტალდაბანდების მოცულობით), ჩინეთი „ჯენერალ მოტორსისთვის“ უდიდესი ბაზარი
გახდა. ამერიკული კომპანიის ინფორმაციით, ყველაზე მეტად მოთხოვნა „ბიუიკის“
ავტომობილებზე არის გაზრდილი. ამ მარკის ავტომობილებიდან კი ჩინელებს ყველაზე მეტად
სედანი „ვერანო“ (ოპელ ასტრა სედანის ანალოგი) და მისი ჰეჩბეკისძარიანი „ექსცელ Xt“
მოსწონთ. ასევე პოპულარულია უახლესი პრემიუმ სედანი „კადილაკ XTS“.„ჯენერალ მოტორსი“ ერთადერთი ამერიკული კომპანია არაა, რომლის პროდუქციაზეც ჩინეთში ბუმია. „დეტროიტ ბიუროს“ ინფორმაციით, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, 47 პროცენტით არის გაზრდილი მოთხოვნა „ფორდს“ ავტომობილებზე. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამერიკული ავტომობილების გაყიდვების ზრდა, ნაწლობრივ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ ჩინეთში სულ უფრო ნკლებად ყიდულობენ იაპონურ ავტომობილებს, რისი მიზეზიც, ამ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური უთანხმოებაა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ჩინელებს ამერიკული ავტომობილების მდიდრული გაწყობა მოსწონთ.
No comments:
Post a Comment