New 2014 Ford F-150 Tremor Combines 365HP V6
Turbo with Short-Wheelbase Body
27 ივნისი
სახელი „ტრემორი“ „ფორდმა“ პირველად თავის
კონცეპტუალურ „ექსპლორერისთვის“ 1998 წელს გამოიყენა, მაგრამ ამ სახელით სერიულ
წარმოებაში არ გაუშვია. შემდეგ იგივე სახელი პიკაპ „რეინჯერის“ სპეცვერსიებზე გამოჩნდა.
ახლახანს „ტრემორი“ თავისი პოპულარული პიკაპის, F-150 სერიის ახალ მოდიფიკაციას
უწოდა.
„ფორდ F-150 ტრემორი“ - ასე ჰქვია ახალ ავტომობილს,
რომელიც სედან „ტაურას SHO-ს“ 3.5-ლიტრიანი V6 ეკობუსტითაა აღჭურვილი. ესაა ამერიკაში
ძალიან პოპულარული პიკაპის სპორტული ვერსია, რომელიც დამოკლებულ პლატფორმაზე ზის
და კაბინაც მხოლოდ ორადგილიანი აქვს. მისი ტურბოძრავი 365 ცხენის ძალას (5 000
ბრ/წთ-ზე) და 567 ნიუტონმეტრს (2 500 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს.
F-150 სერიის პროდუქციის მარკეტინგის მენეჯერი
ბრაიან ბელი ამბობს, რომ მოდელი „ტრემორი“ მომხმარებელს იმ შესაძლებლობებს და
ეფექტურობას სთავაზბს, რომლებსაც როგორც წესი, ავტომობილი ტუნინგის წყალობით
იძენს. ამასთან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ეკობუსტის სერიის ძრავით
მოკლებაზიანი პიკაპი აღიჭურვება.
მყიდველს ამ ახალ ავტომობილს, როგორც უკანა, ასევე
სრულ ამძრავიანი ვერსიების სახით შესთავაზებენ. ამასთან, უკანა ღერძში გადაცემის
რიცხვი 4.10-ზეა, რაც ტემპერამენტიანი აჩქარების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა,
უკანა დიფერენციალს ბლოკირების ელექტრონული სისტემა ემსახურება. ავტომობილი
აღჭურვილია მაღალი ინტენციურობის განმუხტვის ნათურებით, სისტემა SYNC-ით
და „მაიფორდ ტაჩ“ კავშირის სისტემით.
ავტომობილის პრემიერა სავარაუდოდ, ლოს ანჯელესის
მოტორ შუზე გაიმართება და მისი ფასიც იქ გამოცხადდება.
No comments:
Post a Comment